საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პორტო კარასში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პოლონელებს 2,5:1,5 სძლია
პირველ ტურში აზერბაიჯანელებთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუშინ ბერძნულ პორტო კარასში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პოლონელებს დაუპირისპირდა.

ლელა ჯავახიშვილმა, რომელიც ამჯერად შავებით მეორე დაფაზე თამაშობდა, გუშინწინ ზეინაბ მამედიაროვასთან მარცხისთვის ჯავრი იოლანტა ზავადსკაზე იყარა - 42-ე სვლაზე საათი გააჩერებინა. ჩვენს გუნდს მეორე ქულა ნინო ხურციძემ მოუტანა: 47-ე სვლაზე მან კატარზინა ტომას აჯობა.

ახლოს იყო გამარჯვებასთან ნანა ძაგნიძე, მაგრამ ერთი უხეში შეცდომით მეტოქეს - მონიკა სოჩკოს მუდმივი ქიშის შანსი მისცა და საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა, თუმცა ამ ნახევარმა ქულამ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანა. ნაზი პაიკიძემ კარინა ჰოროვსკასთან წააგო. საბოლოოდ 2,5:1,5 ჩვენებურთა სასარგებლოდ.

ქალებში კვლავ იყოჩაღეს რუსებმა და უკრაინელებმა. უნგრეთი-რუსეთი 1:3 (ჰოანგ თან თრანგი-ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5, ტატიანა კოსინცევა-ანა რუდოლფი 1:0, ტასია გარა-ვალენტინა გუნინა 0,5:0,5, ალექსანდრა კოსტენიუკი-ანიტა გარა 1:0), ბულგარეთი-უკრაინა 1:3 (ანტოანეტა სტეფანოვა-კატერინა ლახნო 0:1, ნატალია ჟუკოვა-ივა ვიდენოვა 0,5:0,5, ემილია ჯინგაროვა-ანა უშენინა 0:1, მარია მუზიჩუკი-ადრიანა ნიკოლოვა 0,5:0,5), ჰოლანდია-გერმანია 2:2 (საგულისხმოა, რომ ნიდერლანდელთა რიგებში გამოდის ევროპის მე-2 პრიზიორი თეა ლანჩავა, რომელიც პირველ ტურში თურქ კუბრა ოზთურქთან დამარცხდა). საფრანგეთი-რუმინეთი 1.5:2.5 (ფრანგების გუნდში დიდოსტატი ნინო მაისურაძე თამაშობს).

გუშინ პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელმაც მშრალი ანგარიშით მოუგო კვიპროსის გუნდს: მარკ ბრაიან-ვისი - ბაადურ ჯობავა 0:1, ლევან ფანცულაია-ვასილის არისტოტელესი 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-ვრაჩიმის ბულოსი 1:0, პავლოს კონსტანტინუ-მერაბ გაგუნაშვილი 0:1.

რაც შეეხება ლიდერთა პაექრობებს, რუსებმა ჩეხებს სძლიეს 3,5:0,5 (დავით ნავარა-პიოტრ სვიდლერი 0:1, ალექსანდრ გრიშჩუკი-ვიქტორ ლაზნიჩკა 1:0, ზბინეკ ჰრაჩეკი-სერგეი კარიაკინი 0,5:0,5, იან ნეპომნიაშჩი-ჯირი სტოჩეკი 1:0), უკრაინა-ბულგარეთი 2:2 (დაზავდნენ: ვასილი ივანჩუკი-ვესელინ ტოპალოვი, ივან ჩეპარინოვი-რუსლან პონომარიოვი, ალექსანდრ მოისეენკო-ალექსანდრ დელჩევი, კირილ გეორგიევი-ზახარ ეფიმენკო), სომხეთი-აზერბაიჯანი 1:3 (ლევონ არონიანი-თეიმურ რაჯაბოვი 0,5:0,5, ვუგარ გაშიმოვი-სერგეი მოვსესიანი 1:0, ვლადიმირ აკოფიანი-შაჰრიარ მამედიაროვი 0,5:0,5, გადირ ჰუსეინოვი-გაბრიელ სარგისიანი 1:0). ხორვატია-უნგრეთი 2:2, ინგლისი-საბერძნეთი 1.5:2.5, გერმანია- ისრაელი 2:2.

ორი ტურის შემდეგ ქალებში 5 გუნდს - სერბეთს (საერთო მონაგარი 7,5 ქულა), რუსეთს (6), უკრაინას (5,5), რუმინეთს (5,5) და საქართველოს (5) 4-4 ქულა აქვს. ოთხი ნაკრები მათ თითო ქულით ჩამორჩება. ვაჟებშიც ხუთი ნაკრებია ოთხ-ოთხქულიანი - რუმინეთი (7), საბერძნეთი (6,5), რუსეთი (6), აზერბაიჯანი (5,5), ესპანეთი (5). 9 გუნდმა 3-3 ქულას მოუყარა თავი. საქართველო (5,5) ორი ქულით მე-17 ადგილზეა.

დღეს მე-3 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი ორთაბრძოლები: ქალები. რუსეთი-რუმინეთი, სერბეთი-საქართველო, უკრაინა-ჰოლანდია, გერმანია-სომხეთი, ჩეხეთი-თურქეთი; ვაჟები. საბერძნეთი-აზერბაიჯანი, რუმინეთი-ესპანეთი, რუსეთი-ჰოლანდია, ხორვატია-უკრაინა, უნგრეთი-გერმანია... საქართველო-შოტლანდია.

ყოველდიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა