მსოფლიოს თასის მეხუთე ეტაპზე, რომელიც სინგაპურის მოკლე აუზში გაიმართა, ავსტრალიის ნაკრებმა 36 მედალი მოიპოვა
მსოფლიოს თასის მეხუთე ეტაპზე, რომელიც სინგაპურის მოკლე აუზში გაიმართა, ავსტრალიის ნაკრებმა 36 მედალი მოიპოვა, მათ შორის 12 უმაღლესი სინჯისა. ავსტრალიელი მოცურავეების გარდა ამ ეტაპზე სამხრეთაფრიკელი ჩად ლე კლო დომინირებდა.

ტურნირის მეორე დღეს ყველაზე გრძელი დისტანცია - 1500 მეტრი ავსტრალიელმა დევიდ მაკოენმა დამაჯერებლად მოიგო - მან უახლოეს მდევარს იუმა კოსაკას 15 წამი მოუგო. დევიდის წარმატება მისმა უმცროსმა დამ - ემამ გაიმეორა. სხვათა შორის ის ძმისგან განსხვავებით, სპრინტერულ დისტანციებზე სპეციალიზდება. შარშან, ემამ ოთხი მედალი მოიგო იუნიორთა ოლიმპიადაზე, რომელიც სწორედ სინგაპურში გაიმართა. ახლა კი 17 წლის ავსტრალიელმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გაიმარჯვა, თანაც ბრწყინვალე შვედი ტერეზა ალშამარი დაამარცხა შესანიშნავი შედეგით - 52.41. ვეტერანმა იუნიორთან ექვსი მეათედი დათმო.

ამავე დისტანციაზე აღსანიშნავია ლისბეტ ტრიკეტის გამოსლა, რომლისთვისაც იან ტორპის მსგავსად, ეს იყო მისი პირველი საერთაშორისო ტურნირი კარიერის განახლების შემდეგ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეხუთე შედეგი აჩვენა.

საინტერესო ბრძოლა იყო ორ ავსტრალიელს შორის მამაკაცთა ბრასში. ბრენტონ რიკარდი ყველაზე ტიტულოვანი მოცურავეა ამ სტილში, მაგრამ პარასკევს ორჯერ წააგო თავის თანამემამულესთან კრისტიან სპრენგერთან - თავიდან ოქრო 50 მეტრზე და შემდეგ ბრინჯაო 200 მეტრზე. საყვარელი ასმეტრიანი დისტანცია რიკარდის ბოლო იმედი იყო, მაგრამ აქაც ჩამორჩა ახალგაზრდა სპრენგერს. ბრენტონი 75 მეტრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ფინიშზე უკეთ კრისტიანმა იმუშავა და რიკარდს სამი მეასედი მოუგო.

მსოფლიოს თასის ეტაპებზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ავსტრალიელმა გულაღმა მოცურავემ რეიჩელ გომ. წინა დღეს მან დაადასტურა მაღალი კლასი 50 მეტრზე - ეს დისტანცია მან ზედიზედ მეოთხედ მოიგო, შაბათს კი წარმატებას მიაღწია ორჯერ გრძელ დისტანციაზე. სულ კი ავსტრალიის ნაკრებმა სინგაპურში 12 ოქროს, 16 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თუმცა ავსტრალიელების რამდენიმე მოულოდნელი მარცხიც ვიხილეთ. ასე მაგალითად, 200 მეტრზე ბატერფლაიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჯესიკა შიპერმა ამ დისტანციაზე სამეულშიც შესვლაც ვერ შეძლო, არადა, სამი მეოთხედი ლიდერთა შორის იყო. ხოლო მამაკაცებს შორის 50 მეტრზე თავისუფალში რამდენიმე ძლიერი ავსტრალიელი გამოდიოდა - კაილ რიჩარდსონი, მეტ ებოდი, იმონ სალივანი, მაგრამ გამარჯვება ჩინელმა ლუ ჟივუმ მოიპოვა.

რაც შეეხება იან ტორპს, ის ამჯერად ვერ ვიხილეთ ფინალურ გაცურვებში - ლეგენდარულმა ავსტრალიელმა 100 ბატერფლაის ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კლომ, ისევე როგორც დუბაიში, აქაც ექვსი ოქრო მოიპოვა! თუმცა შაბათს სამი გამარჯვება რთულ ბრძოლაში იქნა მოპოვებული. 200 მეტრზე კროლში ლე კლოსთვის კონკურენციის გაწევა სცადა ავსტრალიელმა კემერონ მაკივოიმ, მაგრამ ბოლო 25 მეტრი ჩადს დარჩა. კომპლექსურში ლე კლო ბოლო სახეობის წინ შვიდ მეათედს აგებდა კოსუკე ჰაგინოსთან, მაგრამ აქაც ფინიში უკეთ გამოუვიდა. დაბოლოს, 100 მეტრზე ბატერფლაიში ლე კლო ისევ დაეწია კონკურენებს და კენიელი ჯეისონ დანფორდის ბრწყინვალე სასტარტო გარღვევის მიუხედავად, მაინც პირველი მივიდა ფინიშთან.

სინგაპურის შემდეგ ჩადის მონაგარმა ამ სეზონში 16 გამარჯვებას მიაღწია მსოფლიოს თასის ეტაპებზე. თანაც მან საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ტურნირზე და საერთო ჩათვლაში ლიდერობა გაიმყარა. ის უახლოეს მდევარ ჰიდემასუ სანოს 41 ქულით უსწრებს.

ქალებს შორის ბრძოლა უფრო დაძაბულია - ალშამარმა ხუთი ეტაპის შემდეგ 70 ქულა დააგროვა და გაუთანაბრდა მისი ფრანკლინს. მაგრამ ეს უკანასკნელი, ალბათ, არ გამოვა ჩინეთსა და ტოკიოში დასკვნით ორ ეტაპზე, ამიტომაც შვედს დიდი შანსი აქვს გაიმეოროს შარშანდელი შედეგი, როცა მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა