ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვიტ ჯორჯია-დინამო 2:2 - "დინამოში" რაღაც ხდება

ვიტ ჯორჯია-დინამო 2:2 - "დინამოში" რაღაც ხდება

ალექს გარსია: "სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მშვიდ გარემოში მუშაობა არ მიწევს..."
06. 11. მცხეთა. "მცხეთა-პარკი". 800 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-დინამო 2:2

0:1 ალვარო (11), 1:1 ზაქრაძე (25, ჯანელიძის პასით), 1:2 კახელიშვილი (76, ჩისკოს პასით), 2:2 ჩიმაკაძე (90, ადამაძის პასით)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) დინამო (4-3-3)

ძაძამია ლორია

ხურცილავა კაშია

გოგიაშვილი ჰომოლა

ადამაძე რეხვიაშვილი

ღანიაშვილი ოდიკაძე

გურ. გურეშიძე კვეკვესკირი

ვასაძე ალვარო

კორიფაძე ჯიღაური

ჯანელიძე კოტო

ზაქრაძე ჩისკო

ჩიმაკაძე რობერტინიო

მწვრთნელი: ზ. ბერიძე მწვრთნელი: ალექს გარსია

ვიტ ჯორჯია

80. კორიფაძე-სიხარულიძე

85. ვასაძე-გიორგი გურეშიძე

89. ზაქრაძე-მაისაშვილი

სათადარიგოები: სვანაძე, გ. ვაშაკიძე, ოთარიშვილი, კასრაძე

დინამო

60. ჯიღაური-კოშკაძე

70. რობერტინიო-კახელიშვილი

82. ალვარო-თექთურმანიძე

სათადარიგოები: ნადირაძე, გ. ბერაია, იაგუე, ლექვთაძე

გაფრთხილება: ალვარო (73)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

სამწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ "ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში პირველად უმასპინძლა თბილისის "დინამოს" და "მცხეთა-პარკზე" მისულ გულშემატკივარსაც, ალბათ, ის დრო გაახსენდებოდათ, როცა ამ გუნდების დაპირისპირებები უკომპრომისოდ და დრამატული სცენარით მიმდინარეობდა;

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორიც: სამი-ოთხი წლისწინანდელი "ვიტ ჯორჯია" ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და გუნდსაც იმ პერიოდში ("დინამოს" მსგავსად) საჩემპიონო ამბიციები ჰქონდა.

ამჟამინდელი "ვიტ ჯორჯია" კი უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია (23 წელს გადაცილებულ არც ერთი ფეხბურთელი არა ჰყავს) და მიზნებიც, შესაბამისად, მოკრძალებული აქვს; თუმცა, ზურაბ ბერიძის ამ ახალგაზრდულმა გუნდმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მონდომებული და "ჯიგრიანი" თამაშით ნებისმიერ ფავორიტთან შეუძლია ტოლი-ტოლზე ასპარეზობა;

მეტსაც ვიტყვით: შესაძლოა, გუშინდელი მატჩის შედეგი, საბოლოო ჯამში, ლოგიკური იყო, მაგრამ ამ შეხვედრის თვითმხილველები ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმებიან, რომ მასპინძლები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ! ყველაზე თვალშისაცემი კი, ახალგაზრდა "ვეტერინარების" უაღრესად მობილური და "სწორი" თამაში იყო: მასპინძლები მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ გადმოდიოდნენ და მერე უკვე მოკლე პასებით ბურთსაც გონივრულად "იჭერდნენ".

საერთოდაც, "ვეტერინართა" შუახაზი უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთ გამორჩეულად უნდა მივიჩნიოთ, აღარაფერს ვამბობ გუნდის კაპიტანზე და ბოლო დროს "ვიტ ჯორჯიას" უდავო ლიდერად ჩამოყალიბებულ გიორგი ჯანელიძეზე - 22 წლის ნახევარმცველმა გუშინ მართლაც "ბენეფისი" მოიწყო და ტიტულიანი მეტოქის ფეხბურთელებს უამრავი პრობლემაც შეუქმნა. თანაც, როგორ გგონიათ, ჯანელიძემ მხოლოდ გუშინ ითამაშა ასე შთამბეჭდავად? ფაქტიურად, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ეს ახალგაზრდა პლეიმეიკერი უნარიანად წარმართავს თავის გუნდის შეტევებს და გუშინ ხომ საერთოდ, შეუჩერებელი გახლდათ!

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც - საკმაოდ სუსხიანი ამინდის მიუხედავად, არცთუ ცოტა მაყურებელი ესწრებოდა. მრავლად იყვნენ საპატიო სტუმრებიც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თავის "შტაბთან" ერთად.

ვიდრე შეხვედრის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვა მეტოქეთა შემადგენლობებზეც გვინდა ვთქვათ; მასპიძლები ზედიზედ მერამდენე ტურია, ერთი და იგივე შემადგენლობით იწყებენ თამაშს; აი, "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ კი, წინა 2 მატჩისგან განსხვავებით, გარკვეული გადაადგილებები მოახდინა: ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი კახელიშვილის ნაცვლად ძირითადში გამოჩნდნენ ჯაბა ჯიღაური და რობერტინიო.

თამაში დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და საკმაო ხნის პაუზის მერე ძირითადში დაბრუნებულ რობერტინიოს ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ ჩინებული სოლო-რეიდი ზუსტი დარტყმით ვერ დაამთავრა; სამაგიეროდ, სტუმართა უკვე მომდევნო შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა: შოთა კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მიკელე ალვარო კარგად გაერკვა სიტუაციაში და მასპიძელთა უკანახაზელთა შეცდომით ისარგებლა. ამის შემდეგ ჩისკო ზედიზედ ორჯერ აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად ხეირიან პოზიციაზე, თუმცა "ვალენსიას" ყოფილმა ვარსკვლავმა გოლის გატანა ვერ მოახერხა; ისე როგორც იმ ეპიზოდში, როცა ალვაროს მართლაც ჩინებული პასის შემდეგ ჩისკო "ვიტ ჯორჯიას" მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გიორგი ძაძამიას ვერ აჯობა. ამ დროისთვის ანგარიში კი უკვე საყაიმო იყო: მასპინძელთა პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა! ამ ეპიზოდში გიორგი ჯანელიძემ მართლაც ჩინებული პასით ბექა ზაქრაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და "ვეტერინართა" მარცხენა გარემარბმაც ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის ბოლომდე (და მერეც), ჯანელიძემ არაერთი დიდოსტატური პასები არიგა "აქეთ-იქით"; განსაკუთრებით კი ის მომენტი უნდა აღვნიშნოთ, როცა "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა მორიგი მოხდენილი პასით ზაქრაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ "დინამო" თითქმის ასპროცენტიან გოლს გიორგი ლორიას ჩინებულმა რეაქციამ გადაარჩინა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში ორივე გუნდის ფეხბურთელებსაც და ქომაგებს პრეტენზიები ჰქონდათ მსაჯთა გადაწყვეტილებების გამო; არადა, ჯაბა ჯიღაურსაც ("დინამო") და ბექა ზაქრაძესაც უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ექმნებოდათ, მაგრამ ორივეჯერ "თამაშგარე მდგომარეობა" დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი, არ დავმალავთ და, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი სცენარით წარიმართა: მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს; კვლავაც შეუჩერებელი გახლდათ გიორგი ჯანელიძე, საზრიანი და სახიფათო გადაცემებით პარტნიორები დასარტყამ პოზიციაზე რომ გაჰყავდა, მაგრამ გიორგი ლორია თამაშობდა უშეცდომოდ, თორემ "ვეტერინარები" გოლს აუცილებლად გაიტანდნენ (ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტსაც ითხოვდნენ).

ალექს გარსიამ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა და ამან გარკვეული ეფექტი მოიტანა კიდეც: ჩისკოს პასის შემდეგ გიორგი კახელიშვილმა სისწრაფეში დაჯაბნა მეურვე და შემდგე, ზუსტი დარტყმით ძაძამიას მახვილ კუთხეში გაუტანა! შემდეგ მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს: ალექსანდრე კოშკაძის შორეული დარტყმა ძაძამიამ კუთხურზე მოიგერია, აი, ბესიკ ჩიმაკაძემ კი ორი მეტრიდან ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა.

თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" ცენტრფორვარდს აქტიური თამაში მაინც დაუფასდა: მატჩის მიწურულს შეტევა ისევ ჯანელიძემ წამოიწყო, მერე დინამოელთა მცველების პოზიციური შეცდომებიც ვნახეთ და შეტევაში ჩართული გურამ ადამაძისგან ბურთი სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩიმაკაძეს მიუვიდა, ვისი დარტყმაც ზუსტი აღმოჩნდა!

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, მასპინძლები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, აი, "დინამოში" კი "რაღაც" რომ ხდება, მატჩისშემდგომ ალექს გარსიას სიტყვებიც მოწმობს - სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მშვიდ გარემოში მუშაობა არ მიწევსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება