10-14 ნოემბერს ვილნიუსი სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს
10-14 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრება.

7 ნოემბერს, სამბოს ფედრაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავამ ჟურნალისტებთან ნაკრების მზადების შესახებ სამბოს "სპორტის სასახლეში" ისაუბრეს. ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძიუდოისტებით გაძლიერდა - ვილნიუსში ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი იჭიდავებენ.

გიორგი გალდავა:" სამბოში მოჭიდავე ბიჭები ქართული ჭიდაობიდან არიან მოსული, რაც მათ წარმატებას განაპირობებს. სამბისტები მედლებით ყოველ წელს გვანებივრებდნენ და ასე იყო წლეულსაც, როდესაც ჭაბუკებმა და ახალგაზდებმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იყოჩაღეს. ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაყოფიერად მოემზადა და მჯერა ლიტვაში წარმატებასაც მოიპოვებს".

თეიმურაზ გიორგაძე:" ნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი შეკრება გაიარა, შემადგენლობა ოპტიმალურია, რაც იმედიანად განგვაწყობს. ბიჭები შემართებით ემზადებიან, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შედეგიანი და წარმატებული იქნება. ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ".

მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. 10-14 ნოემბერი. ვილნიუსი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

52 კგ

ავთანდილ ცინცაძე

57 კგ

უშანგი კუზანაშვილი

62 კგ

დავით სვიმონიშვილი

68 კგ

ლევან ნახუცრიშვილი

74 კგ

კახა მამულაშვილი

82 კგ

ნიკო კუცია

90 კგ

ლაშა გურული

100 კგ

ლევან ჟორჟოლიანი

+100 კგ

დავით ლორიაშვილი

ქალები

64 კგ

შორენა შარაძე

72 კგ

ნინო ოძელაშვილი

80 კგ

ირინე ლეონიძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გიორგაძე

msy.gov.ge

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა