პორტუგალიელი წუხს იმის გამო, რომ პირადად ვერ შეძლო ფერგიუსონისთვის "წითელ ეშმაკებში" მუშაობის 25 წლისთავი მიელოცა
"რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ თქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა გახადა.

რონალდო წუხს იმის გამო, რომ პირადად ვერ შეძლო ფერგიუსონისთვის "წითელ ეშმაკებში" მუშაობის 25 წლისთავი მიელოცა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი საზეიმო სადილზე დასწრება. მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და დღემდე წარმატებულად მუშაობს.

მანჩესტერში ჩასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ "იუნაიტედის" წარმომადგენელს დევიდ გილს ვთხოვე სერ ალექს ფერგიუსონისთვის ჩემი მილოცვა პირადად გადაეცა. სერ ალექსი ბევრ რამეში დამეხმარა.

მისი წყალობით ვარ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემს გულში ის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" გადავიდა. ინგლისური კლუბი ფეხბურთელმა 6 წლის შემდეგ დატოვა, რაც "რეალმა" მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

მომზადებულია The Sunday Mirror-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა