ქართველი ფორვარდი შარლერუელთა ხუთეულში იყო და 8 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა
თორნიკე შენგელიას გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა. შარლერუაის "ბელგაკომი" შინ ლუვენის "სტელა არტუას" შეხვდა და 64:59 დაამარცხა.

20 წლის ქართველი ფორვარდი შარლერუელთა ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, თითო ჩაჭრა, პასი და დაფარება მიითვალა.

თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკეს სრაგებლიანობის კოეფიციენტი 9 გახლდათ, რაც მასპინძელთა რიგებში მეოთხე მაჩვენებელი გახლდათ.

შარლერუელები ბელგიის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდნენ, რადგან მდევარმა "ოკაპიმ" ამ ტურში"ანტვერპენთან" წააგო. ბელგიის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 18 ნოემბერს "ოოსტენდეს" წინააღმდეგ ჩაატარებენ, 10-ში კი ევროლიგის ეგიდით, შინ მილანის "ემპორიო არმანისთან" დაპირისპირება ელით.

სამწუხაროდ, კვლავ უქმადაა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ნბა-ში ლოკაუტის დასრულებამდე სტამბულის "გალათასარაის" ღირსებას იცავს. ზაზა ჯერაც ტრავმას იშუშებს, მის არყოფნაში კი, "გალა" თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ჰაჩეტეპე უნივერსიტის" ეწვია და 86:68 სძლია.

სტამბულელები შიდა პირველობაზე დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ, მომდევნო თამაში კი 12 ნოემბერს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "ანადოლუ ეფესთან" ელით. 9 ნოემბერს, ევროლიგაში, "გალათასარაი" სლოვენიურ "ოლიმპიას" ესტუმრება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე