"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელები მხეცებს შეადარა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ბილბაოს "ატლეტიკთან" მე-12-ე ტურის მატჩის (2:2) შემდეგ აღნიშნა, რომ გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ მოედანზე დადგმული ბრწყინვალე შოუთი დამტკბარიყვნენ, რომელიც ორივე გუნდმა მოაწყო.

"ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ამავდროულად "ატლეტიკსაც" უნდა მივულოცო. ყველანი დავტკბით იმ ბრწყინვალე შოუთი, რომელშიც 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ისწრაფოდა და ეს ერთერთი საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ოდესმე მინახავს", - განაცხადა გვარდიოლამ.

კატალონიელთა თავკაცმა, ყველაფერთან ერთად, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მხეცებს შეადარა.

"ატლეტიკის" ფეხბურთელები მხეცებს გავდნენ. ჯერ არასდროს მითამაშია ასე ინტენსიურად და აგრესიულად მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან ცოტა სივრცე დაგვიტოვა. თუკი ამისთვის მზად არ ხარ, ისინი აუცილებლად გაჯობებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან ყოველთვის უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით", - თქვა გვარდიოლამ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა