ვიცე-ჩემპიონმა "ტვენტემ" ერედივიზიეს მე-12 ტურის შეხვედრაში "დე გრააფსხაპს" შანსი არ დაუტოვა
პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო - ვიცე-ჩემპიონმა "ტვენტემ" ერედივიზიეს მე-12 ტურის შეხვედრაში "დე გრააფსხაპს" შანსი არ დაუტოვა. თითო გოლი გაიტანეს პეტერ ვისტგერჰოფმა, ლუკ დე იონგმა, ოლა ჯონმა და ლეროი ფერმა.

"წითლებმა" "ფერმერებთან" მატჩი მშვიდად დაიწყეს და მშვიდადვე მიიყვანეს ლოგიკურ ფინალამდე. ენსხედელები ერედივიზიეს ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "ალკმაარს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

ჩემპიონატში "ტვენტეს" წარმატებული ასპარეზობა შეუმჩნეველი არავის რჩება. მისი ფეხბურთელებით ყველაზე მეტად პრემიერლიგის გუნდები ინტერესდებიან. ასე მაგალითად, "ტვენტესა" და ჰოლანდიის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელის ლუკ დე იონგის შეძენის

სურვილს "ნიუკასლი" გამოთქვამს. "დეილი მეილის" ინფორმაციით "კაჭკაჭები" მზად არიან, ლუკში 10 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

გარდა "ნიუკასლისა", დე იონგისადმი ინტერესს მიაწერენ "ლივერპულსაც".

თავის მხრივ შემადგენლობის გაძლიერებას ეშურება "ტვენტეც". კლუბს 1-ლი იანვრიდან შეუერთდება დანიის ნაკრების 23 წლის მცველი ანდრეას ბიელანდი, ვინც ენსხედელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად ის "ნორდსელანდის" ღირსებას იცავს. ანდრეასის თქმით, ჰოლანდიის ჩემპიონატში გადასვლა მისგან ახალ სიმაღლეებზე ასვლას მოითხოვს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

"მოხარული ვარ, რომ "ტვენტეში" სათამაშოდ გადავდივარ, - განუცხადა ფეხბურთელმა უეფას ოფიციალურ საიტს. - ჩემთვის ეს თავის გამოჩენის ახალი შანსია. ერედივიზიეში დაძაბული მატჩებისთვის მომზადება კვირაში ერთხელ მომიწევს, რაც განვითარების მეტ შესაძლებლობას მომცემს. კლუბის წარმომადგენლები დიდხანს მაკვირდებოდნენ და ჩემი შესაძლებლობები მშვენივრად იციან, რაც ძალიან მახარებს".

ანდრეასთან კონტრაქტის გაფორმება იმას ნიშნავს, რომ კლუბი მომავალზე ზრუნავსო, განცხადა "ტვენტეს" თავკაცმა კო ადრიაანსემ. "ცენტრალური მცველის პოზიციაზე გვყავს დუგლასი, ვისტგერჰოფი და ბენგტსონი, მაგრამ ბიელანდის მოსვლით ამ პოზიციას საბოლოოდ გადავაქცევთ "დახურულად ზონად," – განაცხადა მწვრთნელმა. ანდრეასის ჯერაც მოქმედ კონტრაქტს ვადა 2013 წლის ივლისში გასდის, შესაბამისად, "ტვენტეს" თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ ტრანსფერის ღირებულებაზე მხარეები რატომღაც დუმან, "დე ტელეგააფი" ვარაუდობს, რომ "ტვენტეს" ეს "სიამოვნება" 2 მილიონამდე დაუჯდება.

პროფესიული კარიერა ბიელანდმა "ლუნგბიუში" დაიწყო, საიდანაც 2009 წელს "ნორდსელანდში" გადავიდა. ამ კლუბთან ერთად ფეხბურთელმა დანიის თასი ორჯერ მოიგო. ახალგაზრდა მცველმა დანიის ნაკრებში უკვე სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავისი წვლილი შეიტანა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაში. შეგახსენებთ, რომ "ტვენტე" ევროპის ლიგაზეც გამოდის, სადაც "ფულჰემის", "ოდენსესა" და "ვისლას" ჯგუფში 4 თამაშში აღებული 10 ქულით პირველ ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე