როგორც ინგლისურმა ტაბლოიდმა "სანმა" შეიტყო, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 26 წლის მცველს, ანტონ ფერდინანდს მუქარის წერილი მიუვიდა
როგორც ინგლისურმა ტაბლოიდმა "სანმა" შეიტყო, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 26 წლის მცველს, ანტონ ფერდინანდს მუქარის წერილი მიუვიდა.

დაგვეთანხმებით, კომპიუტერების და ელექტრონული ფოსტის ეპოქაში ქაღალდზე დაწერილი, თან მუქარის წერილის გაგზავნა მართლა უცნაური საქციელია. რა ხდება, ადვილი მისახვედრია: ისტორია, რომელიც დასავლეთლონდონურ დერბიში ფერდინანდისა და "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის კონფლიქტით დაიწყო და რომლის გაგრძელებას "ლელოს" მკითხველი თითქმის ყოველდღე იგებს, გრძელდება.

წერილში, რომელიც "რეინჯერსის" ბაზაზე მიიტანეს ფერდინანდს სიკვდილით ემუქრებოდნენ. კლუბის ხელმძღვანელებმა მისი წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტეს პოლიცია გამოეძახებინათ, თავად ფეხბურთელს კი არც წააკითხეს. გაზეთი წერს, რომ მომხდარმა ფერდინანდის ოჯახის წევრები ძალიან შეაშინა. წერილი "რეინჯერსის" ოფისში წინა კვირის ბოლოს მიიტანეს. "სანი" წერს, რომ პოლიციელები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ.

როგორც ირკვევა ტექსტი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანის, რიო ფერდინანდის უმცროსმა ძმამ მიიღო მართლა ჰგავდა ხიფათის შემცველს და სამართალდამცველებმა მისი ოჯახის უსაფრთხოების ზომები მიიღეს. "რეინჯერსის" ვარსკვლავის სახლის ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში თანამშრომლები საგანგებოდ არიან გაფრთხილებულები და საჭიროების შემთხვევაში, ორ წუთში ფერდინანდებთან გაჩნდებიან. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ვადასტურებთ, რომ ბოროტი განზრახვით დაწერილი წერილის საქმეს ვიძიებთ".

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ანტონ ფერდინანდის ჩივილით დაიწყო. მან ჯონ ტერის რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. ტერი ბრალდებას უარყოფს. საქმეს ცალკე ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და ცალკე ლონდონის პოლიცია იძიებენ. ასოციაციას ფერდინანდმა წინა კვირაში მისცა ოფიციალური ჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ვნებათაღელვა მას მერე დაიწყო, რაც ინტერნეტში დაიდო ფეხბურთელების წაკინკლავების ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ტერი ფერდინანდს ლანძღავს და ამ ლანძღვაში ფრაზა "შე შავოს" იყენებს. საინტერესოა, რომ ფერდინანდს, საკუთარი აღიარებით, იმწუთას ეს არ გაუგია. მერე მივხვდიო. ტერი კი, თავის მხრივ იმეორებს, "შე შავო" იმ მომენტში ვთქვი, როდესაც საჩხუბრად მოვარდნილ ანტონს ვეკითხებოდი, საიდან მოიტანე, რომ ასეთი რამ დაგიძახეო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის