ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ლონდონის პოლიციამ გააფრთხილა - როდესაც ჯონ ტერიზე ლაპარაკობ, სიტყვები საგანგებოს უნდა მოზომოო
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ლონდონის პოლიციამ გააფრთხილა - როდესაც ჯონ ტერიზე ლაპარაკობ, სიტყვები საგანგებოს უნდა მოზომოო.

მოგეხსენებათ, მას მერე, რაც 30 წლის ვარსკვლავისა და ანტონ ფერდინანდის კონფლიქტის ამბავი ქვეყანას მოედო, კაპელო საგონებელში ჩავარდა - ინგლისელებს ორი ამხანაგური შეხვედრა ელით, ესპანელებთან და შვედებთან.

ამ შეხვედრებამდე ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია და პოლიცია ვერ მოასწრებენ გარკვევას, სინამდვილეში რა მოხდა ორი კვირის წინ "ლოფტას როუდზე", არადა მწვრთნელს ტერი სჭირდება, ბოლოს და ბოლოს ის კაპიტანია, კაპიტანს კი იმის გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, ვერ უგანებ. მეორე მხრივ, ძნელია, ეროვნული გუნდის სამკლავური გაუკეთო ადამიანს, რომელსაც რასისტობას სწამებენ.

აშკარა სირთულის მიუხედავად, კაპელომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ტერი 25 კაციან სიაში შეიყვანა, თუმცა კომპრომისზეც დაფიქრდა - ნაკრებისა და "ჩელსის" კაპიტანი შაბათს ესპანელებთან არ ითამაშებს, სამშაბათს, შვედებთან კი მხოლოდ ერთი ტაიმით შევა მოედანზე.

შემდეგ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს, კაპელომ ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკური რამ თქვა - სანამ ადამიანს ბრალს არ დაუმტკიცებენ, ის უდანაშაულოაო, მაგრამ ლონდონის პოლიციას ურჩევნია იტალიელმა ხმა საერთოდ არ ამოიღოს. პოლიციელებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შეატყობინეს კიდეც, მწვრთნელს გადაეცით, ჩუმად იყოსო.

წინასწარი გეგმის თანახმად, ესპანელების წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურს ტერის თანაკლუბელი, 33 წლის ფრენკ ლემპარდი გაიკეთებს.

ლემპარდივე გაუძღვება გუნდს შვედებთანაც; ყოველ შემთხვევაში მეორე ტაიმამდე მაინც, სანამ მოედანზე ტერი შევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე