ქართული ფეხბურთის ლეგენდა მშობლიურ ქალაქში რომ დაფასდეს, ამას ფოთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა
ფოთის "კოლხეთის" ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნება, "ფაზისის" სტადიონს სახელი გადაერქვას და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭოს.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ფოთში მშვენიერი მოედანი დაიგო. ამას, ალბათ, მთლიანად სტადიონის განახლება მოჰყვება. მე და ჩემმა მეგობრებმა ფოთში გამოკითხვა ჩავატარეთ, დავინტერესდით, რას ფიქრობს ხალხი, ფოთის განახლებულ სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელი რომ ეწოდოს.

თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა ფოთელი გახლდათ, მსგავსნი ქართველებს ბევრი არ გვყოლია და მშობლიურ ქალაქში რომ დაფასდეს, ამას ფოთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა - გამოკითხვამ სწორედ ასეთი შედეგი აჩვენა.

ამ გადაწყვეტილების მისაღებად მეორე არგუმენტიც გამაჩნია: ფოთში ბორის პაიჭაძის ბიუსტი დგას, მაგრამ ისეთ ადგილზეა, მისი მდებარეობა ასევე აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცის და გამართლებული იქნება, სტადიონზე, თვალსაჩინო ადგილზე გადმოვიტანოთ.

თუ ამ აზრს გაიზიარებენ, მზად ვართ, ბიუსტი სტადიონზე ჩვენი ხარჯებით გადავიტანოთ და მისივე სახელობის სტადიონზე დაიდგას. ჯერ არ ვიცი, თანახმა არის თუ არა ქალაქის ხელმძღვანელობა, მაგრამ წინაააღმდეგიც არ უნდა იყვნენ, რადგან ეს ფოთელთა უმრავლესობის აზრია", - გვითხრა ხაინდრავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gregory57
მშვენიერი აზრია, ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. იმედია საკითხი დადებითად გადაწყდება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა