სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 17-20 თებერვალს გუდაური სნოუბორდში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს 15-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით
პირველი თოვლის მოსვლა მთელ საქართველოს დაეტყო, გუდაურის განახლებულ სათხილამურო კურორტზე კი სეზონი სიახლეებით დაიწყება.

ადრე "ლელო" წერდა, რომ სნოუბორდის ახალშექმნილი კომიტეტი აქტიურად შეუდგა საქართველოში სპორტის ამ ოლიმპიური დისციპლინის განვითარებას სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის გუდაურის განვითარების ფონდის დახმარებით.

მათივე თანადგომით 17-20 თებერვალს, გუდაური სნოუბორდში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს 15-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით.

გუდაურში ამ ასპარეზობის ჩატარებაზე გადაწყვეტილება სამთო-სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 4 ნოემბერს მიიღო და თავის კალენდარში შეიტანა. საქართველოს სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე და გუდაურის ახალი სამთო მენეჯერი, სერბი იურიცა სტანკოვიჩი აღნიშნავენ, რომ გუდაურს და საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტს აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს სხვა უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებს სნოუბორდში.

თებერვალში დაგეგმილი ასპარეზობის მიზანია სნოუბორდის, ასევე ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პროპაგანდა და ჩვენი ქვეყნის კურორტების დემონსტრირება ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დონის შეჯიბრება პირველად ტარდება საქართველოში და ეს ნდობა აუცილებლად გამართლდება. მოწვეული მსაჯები, დელეგატი თუ სხვა მაღალი რანგის სტუმრები კმაყოფილნი დარჩებიან შეჯიბრების დონით, რაც მომავალში სხვა ასევე სოლიდური ასპარეზობების მასპინძლობის საწინდარი გახდება.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა