საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ტურნირზე ითამაშებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ტურნირზე სათამაშოდ, მანამდე კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ასისტენტი გიორგი მიქაძე გაგვესაუბრა:

- თურქეთში 17 მოთამაშით მივემგზავრებით, არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია იქ შემოგვიერთდება. ყველანი ჯანმრთელად არან, მათ შორის ლეგიონერებიც, "ვიტესის" ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი, "იაგელონიას" ნახევარმცველი მერაბ გიგაური და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე.

მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი თურქეთია, მაგრამ საქართველოს ნაკრებიც საკმაოდ კარგადაა მომზადებული და იმედი გვაქვს, ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პოლონეთი და ლუქსემბურგი არიან, ორ საუკეთესოს შორის მოვხვდებით და ელიტრაუნდში თამაშის უფლებას მოვიპოვებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი უნდა გავიდეს - მასპინძელი (რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია) და ელიტრაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებულები.

11 ნოემბერი

საქართველო-პოლონეთი

13 ნოემბერი

საქართველო-თურქეთი

16 ნოემბერი

საქართველო-ლუქსემბურგი

საქართველოს ნაკრების სათურქეთო შემადგენლობა:

მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), ლევან ტყეშელაშვილი (თბილისის "დინამო");

მცველები: არჩილ ტვილდიანი, თედო კაკულია, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა (ყველა - "დინამო2"), თორნიკე გრიგალაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "ზესტაფონი");

ნახევარმცველები: ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (სამივე - "დინამო"), ბუბა რუხაძე, ვალერი კილასონია (ორივე - ცხინვალის "სპარტაკი"), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი);

თავდამსხმელები: დავით გელაშვილი (ცხინვალის "სპარტაკი"), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა