"ოლიმპი" დაარსებისთანავე იქცა "დინამოს" პრინციპულ მეტოქედ და უკვე ოთხი წელია, ამ გუნდებს შორის ყოველთვის უკომპრომისო დაპირისპირებები იმართება...

22.08. რუსთავი. ფოლადი. 1 000 მაყურებელი

ოლიმპი-დინამო 1:0

1:0 რეხვიაშვილი (29)

ოლიმპი დინამო

4-5-1 4-5-1

ბედიაშვილი ლორია

თ. ღონღაძე კაკუბავა

ა. კვახაძე თომაშვილი

რეხვიაშვილი გ. კაშია

ჯაფარიძე ხმალაძე

გ. ნუგ. ჭელიძე კოშკაძე

რაზმაძე რობერტინო

ქემოკლიძე ედნილსონი

ბოლქვაძე კახელიშვილი

გეწაძე თექთურმანიძე

ბერიაშვილი ჯუისი

46. გ. ნუგ. ჭელიძე - ჭედია

61. ქემოკლიძე - ი. მოდებაძე

89. გეწაძე - დობროვოლსკი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, უგულავა

38. ედნილსონი - გავაშელიშვილი

71. თექთურმანიძე - მეტრეველი

85. ჯუისი - სიხარულიძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, მამუჩაშვილი, ლექვთაძე

გაფრთხილება: ხმალაძე (48), გეწაძე (67), რობერტინიო (67), რაზმაძე (90)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

"ოლიმპი" დაარსებისთანავე იქცა "დინამოს" პრინციპულ მეტოქედ და უკვე ოთხი წელია, ამ გუნდებს შორის ყოველთვის უკომპრომისო დაპირისპირებები იმართება. ასე იყო გუშინაც – რუსთავში ქართული საზომებით საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ვიხილეთ, რაშიც თავისი როლი ფეხბურთელთა დიდმა მონდომებამ, გულშემატკივართა ნორმალურმა რაოდენობამ და მათმა აქტიურობამ ითამაშა. რასაკვირველია, თამაშს დამატებითი ეშხი ღამის განათებამაც შეჰმატა. იყო არასასიამოვნო ეპიზოდებიც, მაგრამ საბედნიეროდ, "ფოლადზე" ზღვარგადასული მაინც არაფერი მომხდარა და მთლიანობაში, ისეთი საფეხბურთო საღამო გამოვიდა, როგორითაც ხშირად ნამდვილად არ ვართ განებივრებულნი.

"ოლიმპმა" სეზონი მეტისმეტად სახეცვლილი შემადგენლობით დაიწყო და ბუნებრივია, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ. თუმცა რუსთავული კლუბისთვის ესეც ჩვეული ამბავია და ისიც, რომ იქ ახლად შეკრებილ კონტინგენტს მაღალ დონეზე ასათამაშებლად არცთუ დიდი დრო ჰყოფნის ხოლმე. გუშინ "ოლიმპის" თამაშში გარკვეული პროგრესი უკვე შეინიშნებოდა და უნდა ვივარაუდოთ, გამოცდილი თემურ მახარაძის ხელში მისგან მალე კიდევ უფრო მძლავრი გუნდი ჩამოყალიბდება. ურიგოდ არც "დინამოს" უთამაშია, რომელსაც წარმატებამდე ყველაზე მეტად იღბალი დააკლდა.

"ოლიმპს" მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ამიტომაც ქვემოქართლელთა ძირითად შემადგენლობაში ტურიდან ტურამდე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, "დინამოს" ცენტრფორვარდად კი ტრავმირებული მათე ვაწაძის ნაცვლად კამერუნელი დონალდ ჯუისი ვიხილეთ. ასევე ტრავმის გამო დედაქალაქელებს ნიკა ფირცხალავა ვერ დაეხმარა.

თამაში სწრაფი გამოდგა, საწყისი წუთებიდანვე ორივე გუნდი თამამად, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე თამაშობდა. იგრძნობოდა, რომ ფრე არც მასპინძლებს დააკმაყოფილებდათ და არც სტუმრებს, ამიტომაც "ოლიმპმაც" და "დინამომაც" თავიდანვე სცადეს მოწინააღმდეგის მეკარის შეწუხება.

მატჩის დებიუტში გუნდებმა თითო რეალური საგოლე მომენტი გაცვალეს. მე-9 წუთზე "ოლიმპის" შემადგენლობაში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა რევაზ გეწაძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ახლო მანძილიდან დავით ბოლქვაძემ თავური ააცილა, ხუთიოდე წუთში კი გრიგოლ ბედიაშვილმა და ალექსანდრე კვახაძემ ერთმანეთთან შეუთანხმებლად იმოქმედეს და ამ უკანასკნელმა კინაღამ ავტოგოლი გაიტანა - მისი თავური რუსთაველთა კარს სულ ოდნავ ასცდა.

ბრძოლასა და შეტევაში ბედის ცდას ორივე გუნდი განაგრძობდა, ხშირი იყო შორეული დარტყმები. ვერავინ იტყოდა, ვინ შეძლებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. ასე იყო 29-ე წუთამდე, სანამ "ოლიმპი" ანგარიშს გახსნიდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ასე გავიდა: "დინამოს" კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, ბოლქვაძემ კი დარტყმის მაგივრად მახვილგონივრული გადაცემა შეასრულა უმეთვალყურეოდ მიტოვებული გიორგი რეხვიაშვილის მისამართით, რომელსაც ახლო მანძილიდან მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია – 1:0.

პირველი ტაიმის ბოლოს "დინამოს" უსიამოვნო ამბავი შეემთხვა – დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო ედნილსონმა, რომლის ნაცვლადაც მოედანზე ახალგაზრდა გიორგი გავაშელიშვილი შევიდა. შესვენებამდე ამაზე უფრო საინტერესო და მეტად იშვიათი მომენტიც ვიხილეთ: გურამ კაშიას მიერ ძლიერად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ბედიაშვილმა მოიგერია, ამის შემდეგ ბურთი "ოლიმპის" კარის ჯერ ერთ, მერე კი მეორე ძელს მოხვდა და ბურთს საბოლოოდ ისევ რუსთაველთა მეკარე დაეუფლა.

ძელისა და "ოლიმპის" "მეგობრობა" შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ძელმა ჯუისის დარტყმა მოიგერია. "დინამო" უიღბლობას არ შეეპუა და იერიშები ძველებური შემართებით განაგრძო, მაგრამ მსგავსი საგოლე მომენტი აღარ მისცემია.

თბილისელები ენერგიულად მეორე ტაიმის სადღაც შუაწელამდე უტევდნენ, რა დროსაც ყველაზე დასამახსოვრებელი ჯუისის ძლიერი და ოდნავ არაზუსტი დარტყმა იყო, რის შემდეგაც უპირატესობამ ნელ-ნელა "ოლიმპის" მხარეს გადაინაცვლა და უკვე მასპინძლებს შეეძლოთ თავიანთთვის უფრო კომფორტული ანგარიშის დაფიქსირება.

თუმცა მანამდე იყო ეპიზოდი, რასაც მატჩში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ერთმანეთს ოლიმპელი გეწაძე და დინამოელი რობერტინიო წაეკიდნენ და ხელითაც შეეხნენ. ახალგაზრდა არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო და ორივეს გაფრთხილებები აკმარა, თუმცა არც იმაზე უნდა ჰქონოდა ვინმეს პრეტენზია, ორივე მათგანი რომ გაეძევებინა. ზუსტად ამ დროს ტრიბუნაზეც მცირედი ექსცესი მოხდა რუსთაველ და თბილისელ ქომაგებს შორის, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ინცინდენტიც მალე ამოიწურა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მთლიანად "ოლიმპის" უპირატესობით წარიმართა.

მახარაძის ფეხბურთელებმა ანგარიშის გაზრდის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს: კვახაძის შორეული ძლიერი დარტყმა გიორგი ლორიამ ორჯერ მოიგერია, ბერიაშვილი-ჭედია-რაზმაძის სწრაფი კონტრშეტევა ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, მაგრამ ლორიამ იმარჯვა, "დინამოს" კარის დარაჯმა ბოლქვაძის პასით მასთან პირისპირ გასულ მოდებაძესაც აჯობა.

ასე დასრულდა მატჩი, რომელშიც "დინამომ" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ოლიმპმა" კი ქუთაისში მიღწეულ ფრეს საშინაო სამი ქულა შემატა და ამით ლიდერთა შორის გაერია.

მატჩის შემდეგ

თემურ მახარაძე (ოლიმპი): "მოხარული ვარ, რომ ასეთი რთული და დაძაბული მატჩის მოგება შევძელით. დიდი იყო იმის საფრთხე, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელ არბიტრს თამაში ჩაეგდო, მაგრამ მან ნორმალურად იმსაჯა".

კახა კაჭარავა (დინამო): "მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არაობიექტურმა მსაჯობამ. რობერტინიო გაფრთხილებას ნამდვილად იმსახურებდა, გეწაძე კი იმ ეპიზოდში უდავოდ გასაძევებელი იყო".

ლევან ჯანეზაშვილი

რუსთავი-თბილისი

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...