ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

XIII ტურის მიმოხილვა: იღბლიანი და სუსხიანი 13!

XIII ტურის მიმოხილვა: იღბლიანი და სუსხიანი 13!

მოდი და ნუ დაიჯერებს კაცი, 13 რომ "თარსი" რიცხვი არ არის - გასულ ტურში არაერთი "უცნაური" ფაქტი მოხდა
ტურის წინათქმაში გარკვეული "შიშიც" გვქონდა: ჩემპიონატის სტარტიდან რიგით მეცამეტე ტური გველოდება და ცრურწმენასაც არავინ აჰყვეს-თქო; ჰოდა, მოდი და ნუ დაიჯერებს კაცი, 13 რომ "თარსი" რიცხვი არ არის - გასულ ტურში ერთი-ორი კი არა, რამდენიმე მართლაც "უცნაური" ფაქტი თუ მოვლენა მოხდა; თუმცა, გასული ტური ყველასთვის როდი იყო უიღბლო თუ წარუმატებელი, - ზოგს, პირიქით, უჩვეულოდ სუსხიანი 6 ნოემბერი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება! ჩვენც, რაღა თქმა უნდა, ჯერ დადებითზე ვისაუბრებთ.

მაღლა და მაღლა...

ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა გამოცხადებული და 20 ნოემბრამდე სატურნირო ცხრილის სათავეში ქუთაისის "ტორპედო" იქნება! ადვილი წარმოსადგენია, თუ რა განწყობა იქნება ქუთათურ გულშემატკივრებში - "ტორპედოს" ერთგული ქომაგები ახლა, ალბათ, იმას იხსენებენ, თუ როდის იყო მათი საყვარელი გუნდი პირველ ადგილზე;

არადა, ამ სეზონის დასაწყისში კი არა, თვენახევრის წინაც მოვლენების ასეთ განვითარებას ბევრი ვერც იფიქრებდა - საწყის შვიდ ტურში გუნდმა 10 ქულის მოგროვება მოახერხა, მომდევნო ექვს მატჩში კი ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა! აქვე ისიც ვთქვათ, რომ ზედიზედ ექვსმატჩიანი მორგებათა სერია ამ სეზონის რეკორდია - მანამდე საუკეთესო შედეგი (მიჯრით 5 გამარჯვება) "ზესტაფონს" ჰქონდა.

თუმცა, ისევ "ტორპედოს" დავუბრუნდეთ, უფრო ზუსტად, ქუთათურთა საყვარელი გუნდის ასეთი წარმატებული თამაშის მთავარი შემოქმედი, გია გეგუჩაძე უნდა ვახსენოთ; ფაქტია, რომ სწორედ ამ მწვრთნელის მისვლის შემდეგ დაიწყო "ტორპედოს" აღმასვლა; არადა, გეგუჩაძეს, ფაქტობრივად, სერიოზული საკადრო ცვლილებები (ერთი-ორი პოზიციის გარდა) არ განუხორციელებია, მაგრამ "ტორპედოს" ყველა ფეხბურთელი (ვეტერანიც და ახალგაზრდაც) არნახული მოტივაციითა და მონდომებით ასპარეზობს და შედეგიც სახეზეა.

ბოლო ტურის მატჩიც გავიხსენოთ, როცა მეტოქის კარში გოლები 33 წლის გიორგი მეგრელაძემ და 29 წლის დავით გამეზარდაშვილმა გაიტანეს; მეგრელაძის ბომბარდირული თვისებები, ლამის ორი ათეული წლებია, აღარავის უკვირს, აი, გამეზარდაშვილმა კი "ტორპედოში" დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, არც ეს ფაქტი უნდა გაგკვირვებოდა: 2006-07 წლების სეზონში "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი ხომ სწორედ ეს ფეხბურთელი გახლდათ; თანაც, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამპლუით მცველმა გამეზარდაშვილმა იმ სეზონის მხოლოდ ნახევარი ჩაატარა და მერე მიაშურა უცხოეთს. და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე პირველი გოლიც საქართველოს ჩემპიონატში!

ჯანელიძე-შოუ!

გასული ტურის ცენტრალური მატჩი მცხეთაში ჩატარდა და ამ შეხვედრას ვინც დაესწრო, ნამდვილად არ უნანია: ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიამ" ტოლი არაფერში დაუდო წყვილში ფავორიტად მიჩნეული "დინამოს" და საბოლოოდ, ეს მართლაც უშეღავათო დაპირისპირება უხვგოლიანი ფრით დამთავრდა. მასპინძლებმა უაღრესად მონდომებული და მოტივირებული თამაში დაუპირისპირეს ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს და შესაშური ფიზიკური გამძლეობის გარდა, ზურაბ ბერიძის ახალგაზრდა შეგირდებს, ფსიქოლოგიური მომზადებაც უნდა მოვუწონოთ.

ბოლოს და ბოლოს, მართლაც არ არის პატარა ამბავი, პრინციპულ მეტოქესთან მატჩში ორჯერ რომ შეძლებ ანგარიშის გათანაბრებას და საერთოდაც, შეხვედრის გადარჩენას. მოკლედ, კვირას ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" ისეთი ქულა მოიპოვეს, ერთდროულად რამდენიმე გამარჯვებას რომ "გადასწონიდა" და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი გუნდი შექებას იმსახურებს.

თუმცა, ერთი ფეხბურთელი მაინც ცალკე გვინდა აღვნიშნოთ: ნამდვილად არ არის დიდი ხანი, 22 წლის გიორგი ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნად რომ აირჩიეს; ამ ახალგაზრდა პლეიმეიკერმა კი ეს დიდი ნდობა ჩინებული თამაშით გაამართლა! თანაც, როგორ გგონიათ, ჯანელიძემ მხოლოდ "დინამოსთან" მატჩში ითამაშა შთამბეჭდავად - ასეა, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, უბრალოდ, კვირას "მცხეთა-პარკზე" გულშემატკივართა რაოდენობაც გაზრდილი იყო და მათგან უმრავლესობამაც, ალბათ, პირველად ნახა უაღრესად ტექნიკური შემტევის სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებები.

კიდევ ვიმეორებთ: ჯანელიძემ ამ სეზონში უკვე მერამდენე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და იგივე გვინდა ვთქვათ, საერთოდ, "ვეტერინართა" უაღრესად მობილურ შუახაზელებზე, მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს რომ უზღუდავდნენ და პირველი შესაძლებლობებიდანვე, სწრაფ და გააზრებულ იერიშებს რომ იწყებდნენ.

თემა განსჯისათვის

თასის მერვედფინალში გამოვარდნას კიდევ ერთი მოუგებელი მატჩი მოჰყვა - ვერაფერს ვიტყვით, "დინამოს" მართლაც კოშმარული კვირა ჰქონდა. გასაგებია, ყველა მატჩს ვერ მოიგებ, მით უფრო, როცა გუნდში გარკვეული საკადრო პრობლემებია (ტრავმირებული არიან ცენტრალური მცველები - ლევან კაკუბავა და გულვერდ თომაშვილი, ლევან ხმალაძის გამოჯანმრთელებასაც საშველი არ დაადგა), მაგრამ ჩვენს ყველაზე ტიტულიან და ამბიციურ კლუბში "რაღაც" რომ ხდება, შეუიარაღებული თვალითაც კარგად სჩანს.

ეგ კი არა, გუნდის მთავარ მწვრთნელამდეც, ბოლოს და ბოლოს, ეტყობა მიუღწევია იმ "მოარულ" ხმებს, რომლის მიხედვითაც ესპანელ სპეციალისტს "ნდობის მანდატი" თურმე, დეკემბრამდე ჰქონია. სწორედ ამიტომ განაცხადა კიდეც ალექს გარსიამ "ვიტ ჯორჯია"-"დინამოს" მატჩის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, რომ თავისი გუნდის გარშემო მშვიდი გარემო ნამდვილად არ არის და ფეხბურთელებისათვისაც ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასიაო.

წარმატებული მეგოლეები

ბომბარდირთა დავაში კვლავაც "სამხელისუფლებიანობაა": 26 წლის ჯაბა დვალს ("ზესტაფონი"), 28 წლის დიმიტრი ტატანაშვილსა და 31 წლის ჩისკოს ("დინამო") 8-8 გოლი აქვთ გატანილი; ისე, ალბათ, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: მეცამეტე ტურში 13 გოლი გავიდა! აქედან, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა "დუბლი" შეასრულა: ტრავმამოშუშებული 27 წლის ირაკლი მოდებაძის წყვილი გოლით "მეტალურგმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სხვათა შორის, მოდებაძე ზედიზედ მეოთხე მატჩია (თასის შეხვედრის ჩათვლით) მოედანს უგოლოდ არ ტოვებს; ასევე მშვენიერი სერიებით შეუძლიათ იამაყონ "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის მარცხენა გარემარბს ბექა ზაქრაძესა და მის თანატოლს, "მერანის" ნახევარმცველს ელგუჯა გრიგალაშვილს, ზედიზედ მეორე ტურია თავიანთი გუნდებისათვის უმნიშვნელოვანესი გოლები რომ გააქვთ.

ამ სეზონის გუნდი-აღმოჩენის, "მერანის" კიდევ ერთი ფეხბურთელიც გვინდა აღვნიშნოთ: მარტვილელთა 23 წლის მარცხენა მცველმა ანზორ სუხიაშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა!

სამწვრთნელო რებუს(ებ)ი

ეს უკვე მართლაც მეტისმეტია: ტური არ გავა, რომელიმე გუნდში მომხდარი სამწვრთნელო ცვლილების შესახებ რომ არ შევიტყოთ; ალბათ, გახსოვთ, თუ როგორი უცნაური სიტუაცია შეიქმნა ამ ცოტა ხნის წინ ბოლნისის "სიონში": გუნდში ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა პოსტი ისე დატოვა, არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია! ანუ, ქასრაშვილი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ავარჯიშებდა ქვემოქართლელებს, ერთ საკონტროლო მატჩშიც გაუძღვა გუნდს, მაგრამ მერე, საკუთარი სურვილით წამოვიდა.

აი, ფოთში კი მართლაც უცნაურზე-უცნაური რამ მოხდა: ახალგაზრდა სპეციალისტი გელა სანაია "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ერთი დღის განმავლობაში იყო და მერე, როცა ახალი გუნდი მოედანზე პირველად უნდა გამოეყვანა, სწორედ იმ დღეს უთხრეს, აღარ გვჭირდებიო.

P.S. აბა, ისე როგორ იქნებოდა, XIII ტურს "კუდი არ მოექნია": უამინდობის გამო "კოლხეთი"-"ზესტაფონის" მატჩი გადაიდო! ისე, ჩვენი მოედნებისა და ნაადრევად მოსული ზამთრის "გადამკიდე", დიდი შანსია, არასრული ტური მომავალშიც ხშირად გვქონდეს.

უმაღლესი ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები

მიგინეიშვილი (2, ტორპედო), ადამაძე (2, ვიტ ჯორჯია), გამეზარდაშვილი (4, ტორპედო), სუხიაშვილი (4, მერანი), კორიფაძე (2, ვიტ ჯორჯია), ე.გრიგალაშვილი (4, მერანი), ჯანელიძე (3, ვიტ ჯორჯია), ზაქრაძე (2, ვიტ ჯორჯია), ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია), მეგრელაძე (ტორპედო), მოდებაძე (3, მეტალურგი).

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე (2, ვიტ ჯორჯია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა