რაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ბულგარელი სილვიო დანაილოვი აირჩიეს, ამ ორგანიზაციასა და ფიდეს შორის, ფაქტობრივად, შავმა კატამ გაირბინა
მას შემდეგ, რაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ბულგარელი სილვიო დანაილოვი აირჩიეს, ამ ორგანიზაციასა და ფიდეს შორის, ფაქტობრივად, შავმა კატამ გაირბინა.

ბულგარელი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცს ბრძენთა თამაშის განვითარების, შეჯიბრებების ორგანიზაციის ბევრ საკითხში ეწინააღმდეგება. შარშან ხანტი-მანსიისკის კონგრესზე კირსან ილუმჟინოვმა თანამდებობა შეინარჩუნა, დანაილოვთან ურთიერთობა ისევ ცივი და ოფიციალური დარჩა, რაც ევროპელ მოჭადრაკეთა მესვეურმა წლეულს გაზაფხულზე თბილისში სტუმრობისას "ლელოსთან" ინტერვიუშიც დაადასტურა.

საბერძნეთში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სტუმრობისას დანაილოვს ერთ-ერთი რუსული საიტის ხელმძღვანელი, ქართველების სიძე - დიდოსტატ ლელა ჯავახიშვილის მეუღლე სერგეი სუროვი ესაუბრა. ვრცელი ინტერვიუდან შემოგთავაზებთ ზოგიერთ ამონარიდს, რომლებიც, იმედია, ჩვენს მკითხველებსაც დააინტერესებს. სუროვმა დანაილოვს ამას წინათ დამთავრებულ ფიდეს კონგრესზე ჰკითხა - რა საკითხები განიხილესო.

დანაილოვი: ვერ გეტყვით, რომ რაიმე სიახლე იყო. განიხილეს საფინანსო საკითხები. დამსწრეთ განუმარტეს, რომ ფიდემ ხუთი ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოს პროცესისთვის 900 000 ევრო გადაიხადა. ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციას უჩიოდნენ საფრანგეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და გერმანიის ფედერაციები. ილუმჟინოვმა ფიდეს წესდებით გათვალისწინებული ორის ნაცვლად ხუთი ვიცე-პრეზიდენტი აირჩია. იმავე საკითხზე ფიდეს ახლა ინგლისისა და საქართველოს წინააღმდეგაც მოუწევს სასამართლოზე წარსდგომა. თუ პირველ პროცესზე თითქმის მილიონი დახარჯეს, ახლა, სულ მცირე, ამდენივეს გადახდა მოუწევთ.

ყველაფერი ეს დიდი ფულია და ისმის კითხვა - რისთვის ხარჯავს ფიდე ამდენ თანხას? ყველაფერი ეს ხომ მტკივნეულად დააწვება ფედერაციის ბიუჯეტს.

სუროვი: რით დამთავრდა სასამართლო ხუთი ფედერაციის წინააღმდეგ?

დანაილოვი: როგორც ვიცი, ამ საქმიდან ვერავინ ვერაფერი მოიგო, ანუ ფიდემ დაამტკიცა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის ნომინაცია იყო მართალი, იურიდიულად კი ხუთმა ფედერაციამ გაიმარჯვა. ამ საქმიდან ყველაზე ნათელი წერტილი მაინც 900 000 ევროს დახარჯვაა.

სუროვი: თქვენი ორგანიზაციის წინააღმდეგაც ხომ აღძრა სარჩელი თურქეთის ჭადრაკის ფედერაციამ?

დანაილოვი: ფიდეს წესდების დარღვევის გამო უჩივლეს - ორის ნაცვლად ხუთი ვიცე-პრეზიდენტი დანიშნეს. ჩვენ კი ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთეთ - კავშირის ცხრავე წევრის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 2013 წლის ბავშვთა ევროპის პირველობის ჩატარების უფლება ჩერნოგორიას მივეცით, საკლუბო ჩემპიონატის - საბერძნეთს, რადგან მათ უკეთესი პირობები წარმოადგინეს. ხორვატიას მოვუგეთ სასამართლო პროცესი, თუ რატომ მივეცით ისრაელს 2012 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამართვის უფლება. მოვიგებთ სასამართლოს თურქეთის ფედერაციის წინააღმდეგაც, რადგან ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა და კანონის ფარგლებში.

სუროვი: ალი ნიხატ იაზიჩის მიაჩნია, რომ თქვენ შორის უთანხმოება ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან მომდინარეობს, სადაც მეტოქეები იყავით. ეს მართალია?

დანაილოვი: ჩემი მხრიდან, ვერ დაგეთანხმებით. არჩევნების დამთავრების შემდეგ თურქეთის ჭადრაკის ფედერაციასთან ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე. შეჯიბრებამდე სამი თვით ადრე კი ასპარეზობის გამართვაზე უარი განაცხადეს. მე შემეძლო სასამართლოში აღმეძრა საკითხი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. კიდევ კარგი, რომ გვერდით დამიდგნენ ქართველი მეგობრები და მაირ მამედოვი, რომლებმაც შეძლეს თბილისში მაღალი საპრიზო ფონდით ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარება.

გაგვიმართლა კიდეც - სწორედ 2011 წელს იყო ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის იუბილეები და ჩვენ შევძელით ისინი სათანადოდ აღგვენიშნა. ასე რომ, ბატონ იაზიჩისთან პირადულად საპირისპირო არაფერი მაქვს.

ტელეფონითაც ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს უბრალოდ, ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და გვყავს ოპოზიცია. ეს ნორმალურია. ისინი თავიანთ ინტერესებს იცავენ, ჩვენ - ჩვენსას. თურქეთის ფედერაციას უნდოდა, ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის გამართვა. ეს უფლება მათთვის არავის წაურთმევია. ჩვენ, უბრალოდ, დავუდასტურეთ; იაზიჩიმ მითხრა, რომ სარეკორდო საპრიზო თანხა ექნებათ - 150 000 ევრო. მე ეს მიხარია, მართალია, კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა ჩემპიონატი გაისად თურქეთში გაიმართება. ჩვენ ჭადრაკისთვის ვიბრძვით.

მე ყოველთვის ერთი მიზანი მამოძრავებდა - ჭადრაკი მექცია პროფესიული სპორტის სახეობად და უფრო მაღალ სიმაღლეზეც ამეყვანა. პროპაგანდა მინდა გავუწიო ჭადრაკს არა მხოლოდ როგორც სპორტის სახეობას, არამედ როგორც კულტურას და ბავშვების აღმზრდელს.

წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად ჩავდე "ჭადრაკი სკოლაში". ვიცოდი, რომ გარი კასპაროვს ამერიკაში ფონდი ჰქონდა და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა. ახლა ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა სკოლაშია შეტანილი ჭადრაკი. ძალიან მინდა, ასე იყოს ევროპაშიც. კასპაროვის დახმარებით შევძელით სკოლაში ჭადრაკის სწავლების საკითხის ევროპარლამენტზე გატანა. გაისად კიდევ ერთხელ განიხილავენ მას და დეპუტატთა 51 პროცენტის ხმა საკმარისია, რათა ევროპის 27 ქვეყანის სკოლებში ჭადრაკი შევიტანოთ როგორც სასწავლო საგანი 6-დან 9 ან 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის კვირაში ორი საათი.

სუროვი: როგორც აუცილებელი საგანი?

დანაილოვი: ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით. შესაძლოა. როგორც ფაკულტატური საგანი, მაგრამ როგორც რეკომენდებული. ყველაფერი ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. მის შესასწავლად ევროკავშირი ფულს გამოყოფს კულტურისა და განათლების ფონდიდან. თუ ეს მოხდა, ჭადრაკი იქნება არა მარტო სპორტი და თამაში, არამედ სკოლებში როგორც სააღმზრდელო საგანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ბარსელონას" ქამბექი - ფლიკის გუნდმა "რეალთან" სხვაობა შეამცირა
ვალვერდემ ლუნინს "რეალის" დატოვება ურჩია
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა