არც კონტრაქტი ჩანს და არც ფოთური არგუმენტები
გუშინ შეგპირდით, რომ გელა სანაიასა და ფოთის "კოლხეთის" ერთდღიანი თანამშრომლობის თემას გაგრძელება აუცილებლად ექნებოდა. მეტიც, ამ უკვე გახმაურებულ ამბავს უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და იმედს ვიტოვებთ, რომ სიმართლე არც ერთ მხარეს დაეკარგება - თუ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთს არ აქვს.

საქმის არსს მოკლედ შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ "კოლხეთმა" და გელა სანაიამ დაადასტურეს, რომ ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, შემდეგ კი 33 წლის სპეციალისტი საქმესაც შეუდგა, თუმცა მისმა საქმიანობამ ფოთში მხოლოდ და მხოლოდ ერთ დღეს გასტანა, რადგან კლუბის ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებდნენ, მყარი არგუმენტების მაგივრად კი სანაიამ მხოლოდ ბოდიში მიიღო.

სანაია საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს და გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმყოფებოდა, სადაც საქმის კურსში სხვებთან ერთად პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე პირადად ჩააყენა.

თუ რა ბერკეტების გამოყენება შეუძლია ახალგაზრდა მწვრთნელს მიზნის მისაღწევად, ამის თაობაზე ყველაზე კომპეტენტური პასუხი, ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსისგან, რევაზ შენგელიასგან უნდა მოგვესმინა.

- გელა სანაიას შეუძლია, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს და იქ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენ მხრივ, მას ყველანაირად დავეხმარებით რჩევებით, დანარჩენი კი სანაიას და მისი თანამოაზრეების გადასაწყვეტია.

- მან გვითხრა, რომ "კოლხეთთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა. კლუბს კონტრაქტი დასარეგისტრირებლად ფედერაციაში ხომ არ გამოუგზავნია?

- არა, კონტრაქტი არ მიგვიღია. როგორც სანაიასგან შევიტყვეთ, მან ხელშეკრულებას ხელი ცალმხრივად მოაწერა და, რაც მთავარია, მისი ასლი არ აქვს, რაც სამომავლო მოქმედებებში ყველაზე მეტად შეუშლის ხელს.

- სამაგიეროდ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ "კოლხეთმა" მას ბინა უქირავა და ერთი ვარჯიშიც ჩაატარა.

- მესმის, მაგრამ მთავარი აქ კონტრაქტია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუ სანაიამ არბიტრაჟს მიმართა, ბუნებრივია, არბიტრაჟმა "კოლხეთის" პოზიცია და არგუმენტებიც უნდა მოისმინოს.

ბუნებრივია, "კოლხეთის" პოზიციით ჩვენც დავინტერესდით, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ. კლუბის პრესსამსახური სანაიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზებს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "კოლხეთს" სანაიასთან კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია და არც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სოსო ფილიას გათავისუფლებისა და ამ პოსტზე სანაიას დანიშვნის ბრძანება დაწერილა. ფოთში სანაიას მცირეხნიანი ცხოვრების და ვარჯიშის ჩატარების ფაქტს კი, ბუნებრივია, არავინ უარყოფს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში მხარეთა დაშორების ორი ვერსია გავრცელდა - მათ შორის შეუთანხმებლობა და ფეხბურთელთა სურვილი, გუნდი კვლავ ფილიას გაეწვრთნა. სანაია ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.

კულუარული ცნობებით, უშუალოდ "კოლხეთის" ხელმძღვანელობის ბრალი ამ გამაოგნებელ ისტორიაში ნაკლებია, კლუბში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათი ზემდგომები იღებენ და ეს ამბავიც "ზემოდან" მოდისო. გუშინ კი "ზემოთ" ვერავის დავუკავშირდით.

ბოლოს თვით გელა სანაიას მივუბრუნდეთ, რომელიც უახლოეს სამოქმედო გეგმაზე ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყველა შესაძლო კანონიერი გზით აპირებს.

მოსალოდნელია, რომ პირველი ქმედითი ნაბიჯი მან კოლეგებთან ერთად გადადგას - ამჟამად უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელები ჰოლანდიაში იმყოფებიან სტაჟირებაზე, მათი დაბრუნებისთანავე კი, შესაძლოა, სანაიამ პრესკონფერენცია მოიწვიოს, სადაც მედიის წინაშე იმ კოლეგებთან ერთად წარდგება, რომლებიც მზად არიან, მის მიმართ სოლიდარობა საჯაროდ გამოხატონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა