დორტმუნდელებმა ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგეს და გუნდი ცხრილში მეორე ადგილზეა, რამაც იურგენ კლოპის გუნდი შეათამამა
საკმარისი იყო, დორტმუნდის "ბორუსია" ისევ კარგად ათამაშებულიყო, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელებმა კვლავ დაიწყეს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. დორტმუნდელებმა ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგეს და გუნდი ცხრილში მეორე ადგილზეა, რამაც იურგენ კლოპის გუნდი შეათამამა.

"ეს ისევ ის "ბორუსიაა", რომელიც გასულ სეზონში ბრწყინვალე ფეხბურთით ყველას აღაფრთოვანებდა. ეს "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" არაფრით ჩამოუვარდება. თუ ასე გავაგრძელებთ და მაგალითად "ბაიერნთანაც" ისე ვითამაშებთ, როგორც "ვოლფსბურგთან" ვიასპარეზებთ, ვერავინ მოგვიგებს. ცუდია, რომ სანაკრებო პაუზამ მოგვისწრო, მინდოდა, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ "ბაიერნთან" მალე გვეთამაშა.

იმედი მაქვს, რომ ფორმიდან არცერთი ჩვენგანი არ ამოვარდება," - "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს კევინ გროსკროიტცი, რომელმაც "ბორუსიას" საჩემპიონო სეზონში 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა და კლოპის გუნდის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყო. ერთი სიტყვით, მართალია, 19 ნოემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი (დორტმუნდელები მიუნხენში სწორედ 19 ნოემბერს ჩადიან), მაგრამ გროსკროიტცი რეკორდმაისტერს უკვე ემუქრება.

მიუნხენში კევინის განცხადებას მშვიდად შეხვდნენ. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი: "დორტმუნდს" საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოვუგოთ. პირველ რიგში იმისათვის, რომ ცხრილში ჩვენი უპირატესობა გავზარდოთ (ბაიერნი ბორუსიას ახლა 5 ქულით უსწრებს) და მეორე: ბოლოს და ბოლოს, ყველამ უნდა მოკეტოს, ვინც ფიქრობს, რომ "ბაიერნი" გერმანიაში ყველაზე ძლიერი არ არის."

გაგახსენებთ: გასულ სეზონში გერმანიაში ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ "ბაიერნი" "ბორუსიას" "ალიანს არენაზე" მოუგებდა, მაგრამ დორტმუნდელებმა სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ მიუნხენში ჩაატარეს და რეკორდმაისტერი 3:1 დაამარცხეს. სხვათა შორის, იმ მატჩის გმირი სწორედ კევინ გროსკროიტცი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე