რეკორდმაისტერი "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველით, ესპანური წარმოშობის მქონე შვეიცარიელი რიკარდო როდრიგესით დაინტერესდა
აგერ უკვე ორი წელია, რაც მიუნხენის "ბაიერნი" ფლანგის კარგ მცველს ეძებს. ამ ხნის მანძილზე რეკორდმაისტერმა რამდენიმე იაფფასიანი კანდიდატი გადაიბირა, მაგრამ იმედები ვერავინ გაამართლა. უახლესი მაგალითები ჰოლანდიელი ედსონ ბრააფჰაიდი და დანიელ პრანიჩი არიან - პირველი ახლა "ჰოფენჰაიმშია", მეორე კი მიუნხენში სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

ზაფხულში მიუნხენელებმა ბრაზილიელი რაფინია შეიძინეს, რომელიც ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არა იმდენად კარგად, რომ "ბაიერნის" მწვრთნელმა და შეფებმა თავი მშვიდად იგრძნონ.

უახლესი ინფორმაციით, რეკორდმაისტერი "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველით, ესპანური წარმოშობის მქონე შვეიცარიელი რიკარდო როდრიგესით დაინტერესდა. ბავარიელებს ეს უკანასკნელი ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მოეწონათ - გეხსომებათ, ჯგუფურ ეტაპამდე "ბაიერნმა" სწორედ "ციურიხის" ბარიერი გადალახა.

"ციურიხი" "ალიანს არენაზე" 0:2 დამარცხდა და სხვათა შორის, იმ მატჩის შემდეგ როდრიგესმა თქვა, არიენ რობენმა მაისური გამიცვალა და შემაქოო. შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნი" როდრიგესით სერიოზულადაა დაინტერესებული. ახალგაზრდა მარცხენა მცველი, რომელიც შვეიცარიის ნაკრების წევრიცაა, 10 მილიონი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა