ლუკასს "კიოლნიდან" და ზოგადად გერმანიიდან წასვლა ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმაც ურჩია
"კიოლნის" გულშემატკივრები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ გუნდის 26 წლის ლიდერ ლუკას პოდოლსკის 2013 წლის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაფორმებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პოლდიმ "კიოლნი" ზამთარში, ან სეზონის ბოლოს დატოვოს.

ამასობაში, პოდოლსკის სერიოზული მსურველები გამოუჩნდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლუკასის გადაბირება "მილანს" და "არსენალს" სურთ. ლონდონელები სულაც უკვე მზად არიან, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერში 23 მილიონი ევრო გადაიხადონ. თვითონ ფეხბურთელი გადაჭრით არაფერს ამბობს, იმას კი ადასტურებს, რომ შეიძლება "კიოლნიდან" წავიდეს.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლუკასს "კიოლნიდან" და ზოგადად გერმანიიდან წასვლა ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმაც ურჩია.

"პოდოლსკი თავისი კლუბისთვის ნატვრის თვალია და მე "კიოლნის" ქომაგების განაწყენება არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლუკასი მზადაა, გერმანიიდან წავიდეს და ძალები ინგლისში, იტალიაში ან ესპანეთშიც მოსინჯოს. წლების წინ მას ამას არ ვურჩევდი, ახლა კი მიმაჩნია, რომ ეს მისთვის კარგი იქნება," - ამბობს იოგი.

"კიოლნის" სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკეს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, მაგრამ გაუჭირდება, რადგან ლუკასი აქამდე არასდროს ყოფილა ისე დაფასებული, როგორც ახლაა. პოლდი ძალიან კარგ ფორმაშია, მისმა ფასმა კი სადღეისოდ 20 მილიონ ევროს მიაღწია. "თხების" თავკაც სტალე სოლბაკენს უნდა, ლუკასი იმაში დაარწმუნოს, რომ "კიოლნს" სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივა აქვს, რადგან პოლდის არაერთხელ უთქვამს, მუდმივად პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომბეზრდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა