"ტექსას სპიდვეის" ავტოდრომზე ტონი სტიუარტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლის ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა

უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ამერიკულ სარბოლო სერია - ნასკარის სპრინტის თასზე. "ტექსას სპიდვეის" ავტოდრომზე ტონი სტიუარტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლის ლიდერთან - კარლ ედვარდსთან სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი.

ამჯერად ტექსასის ტრასაზე ავარიები არც ისე ხშირი მოვლენა იყო. პირველი სერიოზული ინციდენტი 201-ე წრეზე მოხდა, როცა ჯოფრი ბოდინმა ვერ დაიმორჩილა მანქანა და ამით ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ხუან პაბლო მონტოია და ბრაიან ვიკერსი დააზარალა.

240-ე წრეზე არ გაუმართლა ნასკარის სერიის ხუთგზის ჩემპიონს ჯიმი ჯონსონს, რომელმაც დაკარგა მანქანაზე კონტროლი და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ პილოტმა რბოლა მე-14 ადგილზე დაასრულა და თითქმის დაკარგა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი, რადგან 54 ქულით ჩამორჩება საერთო ჩათვლის ლიდერს.

რბოლა სათავეში ჯეფ ბარტონი ედგა, საერთო ჩათვლის ლიდერები - სტიუარტი და ედვარდსი მეორე და მესამე პოზიციაზე იყვნენ. ეტაპი ასეთი თანმიმდევრობით დასრულდებოდა, ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ბარტონს შეცდომა რომ არ დაეშვა.

საბოლოოდ, ბოლო რვა რბოლაში მეოთხე გამარჯვების წყალობით, სტიუარტმა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა ნასკარის დარჩენილი ორი ეტაპი, სადაც გაირკვევა კიდეც ამ პრესტიჟული სერიის გამარჯვებულის ვინაობა.

შემდეგი რბოლა 13 ნოემბერს ფინიქსში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა