სამოლდოვე ამოცანები: ახლების გამოცდა, წარუმატებელი სერიის შეწყვეტა, ხასიათის გამოკეთება
საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" მოლდოვას ამხანაგურად ეთამაშება, გუშინ კი ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა.

- მოლდოველებთან მატჩში რაზე გაკეთდება აქცენტი, შემტევ ფეხბურთზე?

- ჩვენი სურვილია, მოლდოვასთან ყველა ის ფეხბურთელი ვნახოთ, რომელთაც ნაკრებში არ უთამაშიათ ან ნაკლები პრაქტიკა აქვთ. კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოვცადოთ, სამზე მეტს რომ შევცვლით, მოლდველებთან ამაზე უკვე შევთანხმდით.

სამწუხაროდ, დაგვაკლდებიან დიმიტრი ტატანაშვილი და ლევან მჭედლიძე, მათ ნაცვლად "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე და "მეტალურგის" თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე გამოვიძახეთ.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, შეხვედრა ამხანაგურია თუ ოფიციალური, ეს ნაკრების მატჩია და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ფიფას რეიტინგში მდგომარეობა გავიუმჯობესოთ.

ახლა მთავარია, წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ და ბიჭების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოვაკეთოთ. მომავალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ეს აუცილებელია, რადგან კარგად იცით, რა მძიმე ჯგუფში მოვხვდით.

- სხვა სავარაუდო სპარინგ-მეტოქეზე ხომ არაფერი გარკვეულა?

- ჯერ სიახლე არაფერია. წერილები ბევრგან გავაგზავნეთ, ვიცით, ვისთან არის თამაში კარგი და ვისთან - არა, მაგრამ ჩვენი დონის გუნდისთვის ამხანაგური მატჩის გამართვა ასე ადვილი არ არის და ჯერ ამ წერილებზე პასუხები არ მიგვიღია. მოლდოვასთან მატჩიც ბოლო მომენტში გადაწყდა.

- საქართველოს ადრე კვიპროსის ან მალტის ტურნირებზე მაინც იწვევდნენ, ახლა მსგავსი წინადადებებიც არ მიგიღიათ?

- კვიპროსზე ბევრი მეგობარი მყავს, მათთვის ნათქვამი მაქვს, ორი წელია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და ერთხელაც არ მიგვიწვიეთ-მეთქი, მაგრამ ასეთი საკითხები მეგობრობით არ კეთდება. ტურნირს ტელევიზია ატარებს და ისეთი ნაკრებების ჩაყვანა სურთ, რომლებითაც ხალხი დაინტერესდება და მოგებას მიიღებენ.

სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ასეთი ნაკრები არ ვართ. არადა, ასეთი ტურნირები ჩვენთვის მისწრება იქნებოდა, რადგან ორი შემადგენლობით ჩავიდოდით და ბევრ საინტერესო მოთამაშეს გავსინჯავდით.

- ასეთი ტურნირის საქართველოში ჩატარება შეუძლებელია?

- შეუძლებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამას დაფინანსება და ტელევიზიების დაინტერესება სჭირდება, მეზობლები მაინც რომ ჩამოიყვანო. შარშან იყო ამაზე მსჯელობა, აზერბაიჯანელებთან გვქონდა მოლაპარაკება, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე საინტერესო ფეხბურთელების გამოცდა გვსურდა, მაგრამ ბოლოს ეს მაინც არ გამოვიდა.

ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, 16 საათზე "ბასაზე" ივარჯიშა, ქეცბაიას გეგმით, ფეხბურთელები დღესაც იქვე დაიტვირთებიან, მატჩის წინა დღეს, 10 ნოემბერს კი ნაკრები გენერალურ რეპეტიციას "მიხეილ მესხზე" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
უფასოაო თითქოს ასე გამოაცხადეს
Tazo
ცოდნით არ ვიცი მარა ალბათ 10 ლარი ეღირება როგორც ყოველთვის
goga abesadze
აუუ რა ღირს პარასკევის თამაშზე ბილეთები ხო არ იცის ვინმეემ?
guja
ქეცბაიას ვაცალოთ და შედეგიც იქნება. ეროვნული ჩემპიონატის დონემ თუ აიწია უკეთესი ნაკრები გვეყოლება.
rezo
ქეცბა მაგარი მწვრთნელია!უბრალოდ ფეხბურთელები აჩმახებენ ყველას თავი პელე გონია და მინდორზე რომ გამოდიან მერე ხვდებიან რომ ბევრი უკლიად
xoooo
ქეცბა მაგარი კაციააა მარა ფეხბურთელები აჩმახებენ მაგრა ყველას ტავისი თავი პელე გონია.
daviti
ნეტა რატომ არ უნდათ ჩვენთან თამაში?ნუთუ ასეთი ბრმები არიან,რომ ჩვენს "არნახულ" პროგრესს ვერ ხედავენ?არა ეს დაუჯრებელია,ალბათ უფრო ეშინიათ...:DDD
teee
ქეცბაა მაგარი ხაააააააააააააააააააარ!!!!!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო