საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მეორე ტური ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის პირველზე იღბლიანი გამოდგა. ჩვენებურთა ექვსი გუნდიდან ხუთმა პირველი მოგება მიითვალა...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მეორე ტური ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის პირველზე იღბლიანი გამოდგა. ჩვენებურთა ექვსი გუნდიდან ხუთმა პირველი მოგება მიითვალა.

საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია "ყველაზე ქართული" ფრანგული კლუბის, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაპირისპირებამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან პარიზულ "მეტრო რასინგთან". ჩვენებურთა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და 36:19 მოიგო.

მონპელიელებმა ოთხი ლელო გაიტანეს და ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი ლელო "მონპელიეს" შუამარბ ჟოფრე დუმაირუს ანგარიშზეა. გორგოძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს. ჟღენტი თამაშში მე-60 წუთიდან ჩერთო, შველიძე კი მოედანზე ათი წუთის შემდეგ გამოჩნდა. ნარიაშვილი და ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანთან" - 26:11. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მატჩის ბოლომდე სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. კაკოვინი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ხინჩაგიშვილის "კლერმონმა" სტუმრად დაამარცხა "ბურგუენი" - 25:12. არადა, ბურგუენელები 71-ე წუთამდე 12:6-ს იგებდნენ. კლერმონელებმა ბოლო ცხრა წუთში სამი ლელოს გატანა მოახერხეს და მეორე მარცხს გადაურჩნენ.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 13:3. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ მოუგო ფრანგული რაგბის გრანდს "ტულუზს" - 22:16. მასპინძლებს ფულბეკის რომენ ტულეს ფეხჩუბინობამ მოაგებინა, მან ოთხი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთიც არეკნი გაიტანა (17 ქულა).

გიორგაძეს და ფეიქრიშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდი ამჯერად სტუმრად დამარცხდა ბასკურ "ბაიონთან" - 0:27. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. I დივიზიონი

II ტური

ბურგუენი-კლერმონი 12:25, ბრივი-პერპინიანი 26:11, სტად ფრანსე-ლა როშელი 41:26, მონპელიე-მეტრო რასინგი 36:19, ბაიონი-აჟენი 27:0, ბიარიცი-ტულონი 3:13, კასტრი-ტულუზი 22:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 9 ქულა, 2. ბაიონი - 9, 3. ტულუზი - 6, 4. ბრივი - 5, 5. მონპელიე - 5, 6. ტულონი - 5, 7. კლერმონი - 5, 8. კასტრი - 5, 9. ბიარიცი - 4, 10. პერპინიანი - 4, 11. ლა როშელი - 4, 12. მეტრო რასინგი - 4, 13. ბურგუენი - 0, 14. აჟენი - 0.

III ტური

ტულონი-მეტრო რასინგი, პერპინიანი-მონპელიე, კლერმონი-ბრივი, კასტრი-ბაიონი, აჟენი-ბიარიცი, ლა როშელი-ბურგუენი, ტულუზი-სტად ფრანსე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა