ბრიტანული კომპანია "ლოლა", რომელიც დიდი ხანია სარბოლო ტექნიკის შექმნით არის დაკავებული, ფორმულა 1-ში მეცამეტე გუნდად ეწერება
რამდენიმე წლის წინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რიცხვის 13-მდე გაზრდა გადაწყვიტა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თავდაპირველად არ განხორციელდა ამერიკელთა ამბიციური პროექტი - USF1, შემდეგ კი ფედერაციის მიერ გამოცხადებულ განმეორებით კონკურსზე ღირსეული კანდიდატები ვერ იპოვნეს.

ასე რომ, ბოლო ორ სეზონში ჩემპიონატში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამერიკული გამოცემა Autoweek-ის ინფორმაციით, ეს სიტუაცია, შესაძლოა, სულ მალე შეიცვალოს. ცნობილი ბრიტანული კომპანია "ლოლა" (Lola) დიდი ხანია სარბოლო ტექნიკის შექმნით არის დაკავებული. სწორედ მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს ფედერაციას კითხვით - შესაძლებელია თუ არა არსებული ვაკანსიის დაკავება? ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს "ლოლას" აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ ბრანდლმა დაუდასტურა.

"ჩვენ მზად ვართ და ველით პასუხს, - ამბობს ბრანდი. - რბოლებს ჩვენი ბიზნესის მესამედი უკავია და მოხარული ვიქნებით თუ ამ მიმართულებით გავაფართოვებთ მოქმედებას. წელს ჩვენი კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა, ხუთი წლის შემდეგ კი ეს თანხა გაორმაგდება.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა სამუშაო ერთ შენობაში შევასრულოთ და იმედია, თუ ფედერაცია მე-13 ლიცენზიის საკითხს დაუბრუნდება, ვიბრძოლებთ მის მოსაპოვებლად. ჩვენ ჯერ უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებები ძრავების მომწოდებლებთან და მაშინ უკვე შეგვეძლება 2014 წლის რეგლამენტის მანქანაზე მუშაობა".

პროექტის დეტალები არ ხმაურდება, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ლაპარაკია 2014 წელს დებიუტზე, როცა ძალაში შევა ახალი ტექნიკური რეგლამენტი.

"ლოლას" მანქანებს 15 სეზონის (პაუზებით 1962-დან 1997 წლამდე) განმავლობაში ვხედავდით ფორმულა 1-ში, თუმცა გუნდმა მხოლოდ სამი პოდიუმის მოპოვება შეძლო. სხვათა შორის ბრიტანული კომპანია მონაწილეობდა ფედერაციის ბოლო კონკურსში, მაგრამ უარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა