"გაზპრომთან" მეგობრობამ "შალკეს" იანვარში შეიძლება ერთობ ხმაურიანი ტრანსფერი გაუჩარხოს
"გაზპრომთან" მეგობრობამ (რუსული ნავთობგიგანტი გელზენკირხენული კლუბის გენერალური სპონსორია) "შალკეს" იანვარში შეიძლება ერთობ ხმაურიანი ტრანსფერი გაუჩარხოს. ინგლისური და გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გელზენკირხენელებს ზამთარში

ლონდონის "არსენალისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელის, ანდრეი არშავინის გადაბირება სურთ.

ფაქტი ის არის, რომ 30 წლის არშავინი "არსენალში" ბედნიერი არ არის. "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ის ამ სეზონში 90 წუთის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ათამაშა ("მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8). ექსპერტების აზრით, თუკი მსურველი მინიმუმ 17 მილიონ ევროს გადაიხდის, ლონდონელები რუს ფორვარდს სიამოვნებით გაყიდიან.

ეს თანხა კი "შალკემ" "გაზპრომისგან" წესით უპრობლემოდ უნდა მიიღოს, რადგან რუსულ კომპანიას დიდი ხანია უნდა, რომ გელზენკირხენულ კლუბში რუსმა ფეხბურთელმა ითამაშოს. სწორედ ამიტომ, "შალკეს" არშავინის გადაბირება 2009 წელსაც უნდოდა, მაგრამ მაშინ ანდრეიმ არჩევანი "არსენალზე" შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა