ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გლადბახის "როლს როისი" 20 მილიონად?

გლადბახის "როლს როისი" 20 მილიონად?

"ბორუსიას" სენსაციური თამაშის მთავარი შემოქმედი, მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად, გუნდის ახალგაზრდა ლიდერი მარკო როისია
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სენსაციური თამაშის მთავარი შემოქმედი, მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად, გუნდის ახალგაზრდა ლიდერი მარკო როისია.

არაერთხელ დავწერეთ, რომ 22 წლის გარემარბით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული, მაგრამ როგორც ირკვევა, რეკორდმაისტერი არ არის ერთადერთი გრანდი, რომელსაც როისის ხელში ჩადგება უნდა. მეტიც: ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელებმა გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყეს და კონკრეტული ნაბიჯიც გადადგეს, რაც "გლადბახის" თავკაცმაც დაადასტურა. ამასთან, მარკო "მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსის" ინტერესის სფეროშიცაა მოხვედრილი.

გასულ უქმეებზე მარკომ "ჰერტასთან" თამაში ფაქტობრივად მარტომ შემოატრიალა: ბერლინელები მიონხენგლადბახელებს 1:0-ს უგებდნენ და "ბორუსიამ" სწორედ როისის დუბლის წყალობით შეიტანა თამაშში გარდატეხა. ამით მარკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "გლადბახი" 12 ტურის შემდეგ 23 ქულით "დორტმუნდთან" და "ვერდერთან" ერთად, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფს და ჯერაც "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი მდევარია. უშუალოდ როისს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი შედეგია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიონხენგლადბახელებს საერთო ჯამში 15 გოლი აქვთ გატანილი, დავინახავთ, რომ გუნდის გოლების თითქმის ნახევარი მარკოზე მოდის.

არსენალი, სიტი და იუვე

ლოგიკურად, არც ისაა გასაოცარი, რომ როისს მთხოვნელების რიგი დაუდგა. "ბაიერნის" ინტერესი გასაგებია, უცხოური გრანდებიდან კი ყველაზე მეტად "არსენალი" აქტიურობს. ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა, "გლადბახს" როისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს -არსენ ვენგერს მარკოს ხელში ჩადგება იანვარშივე უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ "გლადბახისთვის" კონკრეტულ შეთავაზებებს "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსიც" ამზადებენ. მართალია, მარკო როისს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია საკმაოდ საინტერესო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, როისს 2012 წელს "გლადბახიდან" წასვლა 18 მილიონად შეუძლია, 2013-ში 15 მილიონად, 2014-ში კი სულაც 12 მილიონად.

ფავრი არსენალს ადასტურებს

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "გლადბახის" დამრიგებელმა ლუსიენ ფავრმა "არსენალის" დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელმა მწვრთნელმა განაცხადა, არსენ ვენგერი ტელეფონით მესაუბრა და პირადად დამიდასტურა, რომ როისის ყიდვა უნდაო.

თუმცა ფავრმა ისიც თქვა, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთო.

"არსენ ვენგერს ძალიან კარგად ვიცნობ და მას სიმართლე ვუთხარი: მარკო ძალიან უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, მაგრამ მე "გლადბახის" მწვრთნელი ვარ და ძალიან მინდა, რომ ეს ფეხბურთელი შევინარჩუნო," - ამბობს ფავრი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ვენგერს როისზე დაკვირვება გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა ურჩია და "მეთოფეების" თავკაცმა ფავრისთვის დარეკვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. ლუსიენის აზრით, როისისთვის რომელიმე სუპერგრანდში გადასვლა ჯერ ადრეა - შვეიცარიელი მწვრთნელი მარკოს "გლადბახში" კიდევ რამდენიმე წლით დარჩენას ურჩევს. თვითონ ფეხბურთელიც, "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, "გლადბახში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სხვაგან გადასვლაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობო.

ფავრის თქმით, მარკო როისი ყველაზე ნიჭიერია მათ შორის, ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია და ფეხბურთელს, რომელსაც გერმანიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მხოლოდ ერთი, ისიც აღმოფხვრადი ნაკლი აქვს: "მარკოს ყველაფერი შეუძლია, გარდა თავით თამაშისა, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც გაუმჯობესდება."

მართლაც, ბუნდესლიგაში გატანილი 25 გოლიდან, როისმა 19 მარჯვენა ფეხით, 5 მარცხენით და მხოლოდ ერთი გაიტანა თავით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა