"მონპელიეს" პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა პრესაში "სენტ ეტიენის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა
"მონპელიეს" ექსცენტრულმა პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა პრესაში "სენტ ეტიენის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ერთობ ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, პარალელურად კი თავისი გუნდის ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა.

ნიკოლენის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეტოქემ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში იჩივლა, "მონპელიეს" მცველ ვიტორინო ილტონს ქვეყანაში ცხოვრების რეგისტრაცია წესების დარღვევით აქვსო, რის გამოც, საქმის გამოძიებამდე 34 წლის ბრაზილიელს თამაში აეკრძალა. მის ნაცვლად რენე ჟირარმა შემადგენლობაში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ბენჟამენ სტამბული გაამწესა.

გამოუცდელმა ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა - გარი ბოკალისთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო მისმა გუნდმა გოლი გაუშვა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. აი, რა თქვა ლუი ნიკოლენმა: "სენტ ეტიენი" პროფესიული კლუბი კი არა მასხარების თავშესაფარია. ილტონი თითქმის 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობს, რომელ არასწორ რეგისტრაციაზეა ლაპარაკი? ვიღაც იდიოტები აშკარად მიიჩნევენ, რომ იდიოტები ეს ჩვენ ვართ. მათ სწორად შეარჩიეს დღე, როცა უნდა ეჩივლათ. ნამდვილი ნაძირლები არიან. ეს კაიასოს სტილია ("სენტ ეტიენის" პრეზიდენტის მრჩეველი), ყველაფერს უნდა ელოდო რომეიესგანაც ("სენტ ეტიენის" პრეზიდენტი) და სწორედ ამიტომაც სარგებლობენ დამსახურებული ავტორიტეტით".

კოლეგის წინააღმდეგ სასტიკი ლაშქრობის შემდეგ მან საკუთარ ფეხბურთელებზე ილაპარაკა: "ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ოლივიე ჟირუ, იუნეს ბელჰანდა, მაპუ იანგამბივა შევინარჩუნოთ.

პრობლემას გვიქმნის მხოლოდ ის, რომ ჟირუს კონტრაქტში კონკრეტული თანხაა მითითებული მის გამოსასყიდად. ახლა ამგვარი დათქმის ჩადება ხელშეკრულებაში მოდაში შემოვიდა. ბელჰანდასა და იანგამბივას მსგავსი პუნქტები არ უწერიათ. ვფიქრობ, იუნესი ჩვენთან აუცილებლად დარჩება, რაც შეეხება ოლივიეს, მის შესანარჩუნებლად რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. მაპუს კი, თუ თავად ასე მოინდომებს, შემიძლია გზა დავულოცო. ის ჭკვიანი ბიჭია და თანაც იცის, რომ მისით "ლილი" იმდენად არის დაინტერესებული, რომ ლამის მთვარის ჩუქებაც კი დაჰპირდნენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ის უკეთეს კლუბს იმსახურებს. რაც შეეხება ბელჰანდას, მას შეუძლია 2 წელი კიდევ დარჩეს "მონპელიეში", რათა ჭეშმარიტად დიდ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.

აქვე მოგახსენებთ ერთ ინფორმაციას "სენტ ეტიენის" ბანაკიდან: "მწვანეების" ნახევარმცველმა ალეხანდრო ალონსომ მუხლის უმძიმესი ტრავმა "არლთან" 19 ივლისს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში (3:1) მიიღო და მას მერე სარეაბილიტაციო კურსს გადის. ფეხბურთელს "ეკიპი" დაუკავშირდა და ჯანმრთელობის ამბები გამოჰკითხა. ალეხანდროს თქმით, ის ბურთით ვარჯიშს იანვარში შეუდგება, გუნდს კი ალბათ მარტამდე ვერ შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა