გამომცემლებმა იბრას მონათხრობიდან სამი მეტად საინტერესო მონაკვეთი ამოიღეს და ერთ-ერთი ცნობილ იტალიურ სპორტული ჟურნალში დაბეჭდეს
ძალიან მალე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროპულ საფეხბურთო სამყაროში უდიდეს ინტერესს იწვევს.

როგორც ცნობილი გახდა, შვედეთის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდი განვლილი კარიერის ყველაზე საინტერესო, კულუარული ისტორიების შესახებ მოგვიყვება. მოკლედ, დიდი ფეხბურთის კულისებში შეგვახედებს, ან გნებავთ სამზარეულოში ჩაგვახედებს. ასეა თუ ისე, წიგნი ბევრ საინტერესოს გვიქადის, რაშიც აქვე დარწმუნდებით - საქმე იმაშია, რომ წიგნის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, გამომცემლებმა იბრას მონათხრობიდან სამი მეტად საინტერესო მონაკვეთი ამოიღეს და ერთ-ერთი ცნობილ იტალიურ სპორტულ ჟურნალში დაბეჭდეს. მაშ ასე, მოვუსმინოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს...

ლუჩანო მოჯიზე

როდესაც "იუვენტუსში" გადავედი, პირველად სწორედ ლუჩანო მოჯის შევხვდი და მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

ძალიან გავლენიანი ფიგურა გახლდათ, რომელსაც თითქოს ყველაფრის გაკეთება შეეძლო. თავდაჯერებული იყო და რასაც იტყოდა, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა. როდესაც მას ესაუბრებოდი, ბუნებრივად გიჩნდებოდა რაღაც რიდი და მოწიწება, რისი ახსნაც შეუძლებელია.

როდესაც "კალჩოპოლის" პროცესები დაიწყო, მოჯი რადიკალურად შეიცვალა და სულ სხვანაირი გახდა. ძალიან ცოტას ლაკაპარაკობდა და ყოველთვის უგუნებოდ იყო - ის თავდაჯერებულობაც დაკარგა, რომელიც მას ყველაზე მეტად უხდებოდა. ერთხელ კი სულაც ატირებული ვნახე, რამაც ჩემზე შოკის მომგვრელად იმოქმედა. ვუყურებდი ერთ დროს რკინის ადამიანს, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. ეს ეპიზოდი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რადგან იმ მომენტში ძალიან მომინდა მოჯისთვის ყველანაირი ბრალდება მოეხსნათ.

საერთოდ, "კალჩოპოლი" ერთი დიდი სისულელეა, რომელმაც "იუვენტუსს" სრულიად დამსახურებულად მოგებული სკუდეტო აართვა. იმ პერიოდში, "ბიანკონერი" ობიექტურად ყველაზე ძლიერი გუნდი იყო იტალიაში, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

ინტერზე

"იუვენტუსში" გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან ტურინში ერთ მუშტად შეკრულ გუნდში მიწევდა ასპარეზობა.

გასახდელში საოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი, რაც წარმატებების მთავარი საწინდარი გახლდათ. რადიკალურად განსხვავებული ვითარება დამხვდა "ინტერში", სადაც ორი დაჯგუფება იყო შექმნილი და მათ მუდმივად უთანხმოება ჰქონდათ ერთმანეთში...

მახსოვს, თითოეული თამაშის შემდეგ, ესა თუ ის ეპიზოდი დაძაბულ ვითარებაში ირჩეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩხუბში გადადიოდა.

გვარების დასახელება აუცილებელი არაა, რადგან ლაპარაკია არგენტინულ და ბრაზილიურ დაჯგუფებებზე, რომლებსაც ერთმანეთთან რბილად რომ ვთქვათ არც თუ კარგი დამოკიდებულობა ჰქონდათ. ბრაზილიელებთან სხვა სამხრეთამერიკელებიც მეგობრობდნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ სალაპარაკო ენა არგენტინელებთან აკავშირებდათ. გარკვეულ პერიოდში ვითარება ძალიან დაიძაბა და სწორედ ამ დროს მასიმო მორატისთან მომიწია შეხვედრა - პრეზიდენტს ყველაფერი ავუხსენი და ვთხოვე, რომ ვითარების გამოსასწორებლად რაიმე ეღონა.

ძალიან მალე, მთელი გუნდი საგანგებოდ შეგვკრიბეს და სწორედ ეს თემა განვიხილეთ. პოზიტიური როლი ითამაშა ხავიერ ძანეტიმ და სწორედ აქედან დაიწყო გუნდის გამთლიანება, რასაც შედეგების გაუმჯობესება და მიჯრით მოგებული სკუდეტოები მოჰყვა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმატებას მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული გუნდი აღწევს.

ბარსაზე

"ბარსელონა" უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ იქ გატარებულ პერიოდს კარგად ნამდვილად ვერ გავიხსენებ.

მოვხვდი ჩემთვის სრულიად მიუღებელ გარემოში, საიდანაც ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი. არ იფიქროთ, ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, უბრალოდ, მე მათ ვერ გავუგე და ამით დასრულდა ყველაფერი.

"ბარსელონას" გასახდელში ყოველთვის ისეთი სიჩუმე იდგა, რომ თავი დასაფლავებაზე მეგონა - გუნდი აუცილებლად ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანდახან არ იკამათო და ამა თუ იმ საკითხზე შენი მოსაზრება არ გამოთქვა. "ბარსაში" ეს წარმოუდგენელი გახლდათ, რადგან სიტუაციას თავიდან ბოლომდე პეპ გვარდიოლა აკონტროლებდა.

გასახდელში მხოლოდ მწვრთნელი ლაპარაკობდა, დანარჩენები კი გასუსულები უსმენდნენ. განსაკუთრებით ეს დიდებულ სამეულზე: მესიზე, ჩავისა და ინიესტაზე ითქმის, რომლებიც ჩემში ხუთოსანი მოსწავლეების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ერთი სეზონი დავყავი კატალონიურ გრანდში და ვერ ვიხსენებ ერთ ეპიზოდსაც კი, როდესაც ამ სამიდან რომელიმე მწვრთნელთან პოლემიკაში შევიდა და განსხვავებული აზრი თქვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ განსხვავებულ მოსაზრებაზეა ლაპარაკი და არა კონფლიქტსა და დაპირისპირებაზე.

მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც ლიონელ მესი გვარდიოლასთან მივიდა და მას მომდევნო შეხვედრაში არა გარემარბად, ფორვარდის პოზიციაზე გამწესება სთხოვა - არგენტინელს ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც გაკვეთილზე კარგა ხნით დაგვიანებულ მოსწავლეს, რომელიც საკლასო ოთახის კარს შეაღებს და მასწავლებელს ბოდიშის მოხდით გაკვეთილზე დასწრებას სთხოვს. სხვათა შორის, პეპმა ისმინა ლეოს თხოვნა და ის მართლაც გაამწესა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "ბარსელონა" უდავოდ უდიდესი გუნდია, მაგრამ იქ ჩემი ადგილი ნამდვილად არ იყო.

გაგრძელება იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება