ზაზა ნადირაძეს ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა 16-18 მაისს პოზნანში მოუწევს
შარშან მინგეჩაურში საზეიმოდ გაიხსნა უნიკალური სანიჩბოსნო ოლიმპიური ბაზა, რომელსაც, სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. კომპლექსის მშენებლობა 48 მილიონი ევრო დაჯდა. სწორედ ამ სპორტულ სარბიელზე შეიკრიბნენ მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის ნიჩბოსნები "მინგეჩაურის რეგატაში" საასპარეზოდ.

მედლები ორ ასაკობრივ ჯგუფში გათამაშდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 23-წლამდელ კანოისტთა პაექრობა იყო, რადგან აქ 200 და 500 მეტრ დისტანციებზე გამოდიოდა მცხეთელი ზაზა ნადირაძე, რომელსაც წლეულს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად მცირედი დააკლდა.

ზაზამ მინგეჩაურის რეგატაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონებს - უკრაინელ სერგეი ბეზუგლისა და რუს მაქსიმ პროკოპენკოს, რომლებმაც წლევანდელ მსოფლიოს ფორუმზე ლონდონში გასამგზავრებელი საგზურები დაიბევეს. 200 მეტრზე სამივე კანოისტი ფინიშთან ერთდროულად მიიჭრა, გამარჯვებული და პრიზიორები ფოტოფინიშმა გამოავლინა: მთავარი ჯილდო ბეზუგლიმ მოიგო, მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, პროკოპენკომ და ნადირაძემ გაინაწილეს. ქართველი კანოისტი 500 მეტრზეც ბრინჯაოს დასჯერდა, კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხურები კი ამჯერად რუსმა და უკრაინელმა გაცვალეს.

საგულისხმოა, რომ გუშინ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციამ კიეველი კოლეგების წერილი მიიღო - უკრაინელები 27 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ზაზა ნადირაძეს შეღავათიან ფასებში თავიანთ პირველ ნაკრებთან სამკვირიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე იწვევენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ ნადირაძეს ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა შეუძლია. საგზურისთვის პაექრობა მას გაისად 16-18 მაისს პოზნანში (პოლონეთი) მოუწევს. ამდენად, კიევური შეკრება დაოსტატებაში დიდად დაეხმარება.

"მინგეჩაურის რეგატაში" 18-წლიანთა შორის თავი ისახელა თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც ორი წლით უფროსებთან ბაიდარათი პაექრობაში 200 მეტრზე ყველას აჯობა, 500 მეტრზე კი მესამე ადგილზე გავიდა, დუშელმა ეკა შაბურიშვილმა კი პირიქით - 500 მეტრზე იყოჩაღა: მისი ბაიდარა აქ პირველი იყო ფინიშთან, 200 მეტრზე კი მხოლოდ უკრაინელმა მეტოქემ აჯობა. ორადგილიანი ბაიდარათი გიორგი მარტოლეკმა (მცხეთა) და გიორგი ტაბატაძემ (ფოთი) 200 და 500 მეტრზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ორადგილიანი კანოეთი დუშელებს - გიორგი ჭინჭარაშვილსა და გიორგი შაბურიშვილს თითო ვერცხლი (200 მ) და ბრინჯაო (500 მ) ერგოთ.

რეგატაში აკადემიური ნიჩბოსნებიც მონაწილეობდნენ. 23-წლიანებში ქუთაისელი თორნიკე სინატაშვილი 2000 მეტრზე ერთადგილიანი ნავით მესამე იყო, ხოლო მცხეთელმა ძმებმა - ლაშა და გიორგი ოთიაშვილებმა ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მეორე ადგილი დაიკავეს. 18-წლიანებში პირველი ფინიშთან მცხეთელი ნიკოლოზ კანდელაკი მიიჭრა. მისი თანაქალაქელები - არჩილ ბაიაშვილი და ირაკლი მჭედლიშვილი ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ.

- აზერბაიჯანულ ბატალიებში მოპოვებული 3-3 ოქრო-ვერცხლითა და 8 ბრინჯაოთი ქართველმა ნიჩბოსნებმა წლევანდელი სეზონი დაამთავრეს, - გვითხრა საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - ახლა სპორტსმენები ცოტას დაისვენებენ და დეკემბრიდან ახალი შეჯიბრებებისთვის მზადებას შეუდგებიან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ზაზა ნადირაძეს ყოველმხრივ დავეხმაროთ, რათა მან ქართველ ნიჩბოსნებს 30-წლიანი "შესვენების" შემდეგ ოლიმპიური საგზური მოგვიტანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა