გამომცემლობა "დებატე" მალე დაბეჭდავს ლეო მესის ბიოგრაფიულ წიგნს - "ბიჭი, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა (ახლა კი პირველია)"
არგენტინული გამომცემლობა "დებატე" მალე დაბეჭდავს ლეო მესის ბიოგრაფიულ წიგნს, რომლის ავტორიც ლეონარდო ფაჩიოა. წიგნის მიზანია მკითხველმა სულ სხვა მესი დაინახოს, როგორიც ის მოედნის მიღმაა, ლეო ხომ სიტყვაძუნწი პიროვნებაა და მის შესახებ ბევრი არც არაფერია ცნობილი. ლეონარდო ფაჩიო ჟურნალისტია, მან 2008 წელს ახალი იბეროამერიკული ჟურნალისტიკის სპეციალური დიპლომი მოიპოვა. წიგნს ჰქვია: "ბიჭი, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა (ახლა კი პირველია)".

სხვათა შორის, ყოველთვიურმა ჟურნალმა "კიმერამ" ახლახან წიგნის გამოსვლამდე რამდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა. "როცა ბურთი შორსაა, მესი ის ადამიანია, რომელიც თავის გენიალურობას გრძნობს, მაგრამ მაინც აგრძელებს საკუთარი პიროვნების "შენებას". ფაჩიო ამბობს, რომ მესი უბრალო ადამიანია და ასეთივე უბრალო ჩვევები აქვს: "მას არ უყვარს კითხვა. მესის თავისი ცხოვრების მიზანი აქვს და ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევაში არ დაეხმარება, უგულველყოფილი აქვს, როგორც დროის ფუჭი ხარჯვა".

ფაჩიომ წიგნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერვიუ ჩაწერა. მესის შესახებ მისი მეგობრები, თანაგუნდელები და მწვრთნელები მოგვითხრობენ.

მაგალითად, ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც შარშანდელი მუნდიალის დროს მესის ოთახის მეზობელი იყო არგენტინის ნაკრების დროებით ბაზაზე სამხრეთ აფრიკაში. ვერონი იხსენებს, რომ მესი ყველაზე გვიან იღვიძებდა და ყოველთვის აგვიანებდა. ის არასოდეს ნერვიულობდა, გადამწყვეტი მატჩის წინაც კი. გაღვიძების მისიას ხშირად ვერონს აკისრებდნენ. ერთი-ორჯერ მესის დაგვიანებების გამო დიეგო მარადონას უნერვიულია კიდევაც.

"ლა ბრუხიტა" (ვერონის მეტსახელია) მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა "ლა პულგას" (მესის მეტსახელი) ნერვიულობა შეატყო - "მარადონამ მესი იხმო. მას სურდა მისთვის კაპიტნის სამკლავურის მიცემა, თუმცა იყო ერთი დეტალი, ახალი კაპიტანი სიტყვით უნდა გამოსულიყო ამხანაგების წინაშე. სწორედ ამის გამო, ლეომ იმ ღამით ნერვიულობისგან ვერ დაიძინა. ლამის მუნჯად იქცა, მაგრამ თანაგუნდელებს კაპიტნის მისალმებას სმს-ით ხომ არ გაუგზავნიდა", - იხსენებს ვერონი.

ბიოგრაფიაშია მოთხრობილი ერთი ამბავიც. მაშინ ლეო "ბარსას" "ჟუვენილ ბ-ში" თამაშობდა. შვეიცარიული ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო ვახშამი, სადაც სცენაზე ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვიდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბურთით ჟონგლიორობის ტრუკები აჩვენა. მესის გუნდელები მაინცდამაინც ვერ აღფრთოვანდნენ, მათ ხომ გუნდში ლეო ჰყავდათ. მათ აიძულეს მესი, სცენაზე ასულიყო. დარბაზი კი კარგახანს პირდაღებული შესცქეროდა პატარა ბიჭს, რომელიც ბურთით საოცრებებს ჩადიოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე