"ვერდერის" სპორტული დირექტორის თქმით, ის ნებისმიერ ფეხბურთელს გაყიდის კლაუდიო პისაროს გარდა
მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერი" 2010/2011 წლების სეზონს 8.2 მილიონი ევროს ოდენობის სუფთა მოგებით ამთავრებს, ბრემენული კლუბის ხელმძღვანელებიც განცხადებით, ისინი მაინც იძულებულები არიან, რომ ფული დაზოგონ. "ვერდერის" ფინანსური დირექტორის, კლაუს ფილბრის თქმით, ეს იმის ბრალია, რომ გუნდი ადრე ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად თამაშობდა, რასაც "ვერდერისთვის" ყოველწლიურად მინიმუმ 25 მილიონი ევრო მოჰქონდა, ახლა კი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მიღმაა დარჩენილი - ეს იმ დროს, როცა სახელფასო ფონდი პროპორციულად არ შემცირებულა. ფულის დაზოგვის ერთადერთი გზა კი ამ შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა.

"საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს და რამდენიმე მათგანის გასხვისებაზე მართლაც ვფიქრობთ. თუ ვინმე უკმაყოფილოა, ახლავე მოვიდეს ჩემთან და ტრანსფერზე სიამოვნებით დავაყენებ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეს არ ეხება, კლაუდიო პისაროა, რომელსაც არაფრისდიდებით არ გავყიდი," - აცხადებს "ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, გაყიდვის უპირველესი კანდიდატი მეკარე ტიმ ვიზეა და მასთან ერთად, იანვარში ბრემენული კლუბი შესაძლოა, ვესლიმ და სანდრო ვაგნერმაც დატოვონ. ვიზეს "მუსიკოსებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თუ მას მსურველი გამოუჩნდება, ალოფსი ტიმს იანვარში უპრობლემოდ შეელევა. სხვათა შორის, წინა ზამთარში "ვერდერმა" სწორედ ასე გაყიდა პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა