იმ დღიდან, როცა გერმანიის ნაკრებისა და "ჰანოვერის" მეკარემ თავი მოიკლა, ზუსტად ორი წელი გავიდა - 2009 წლის 10 ნოემბერი კი გერმანიაში არავის ავიწყდება
ანდრეას ბერგმანი დღეს "ბოხუმის" მთავარი მწვრთნელია, ჰანო ბალიტში "ლევერკუზენის" ნახევარმცველი, ფლორიან ფრომლოვიტცი კი "დუისბურგის" კარს იცავს, მაგრამ სამივეს ერთი რამ, ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედია აერთიანებს.

გუშინ, ყოფილმა ჰანოვერელებმა სხვებთან ერთად, რობერტ ენკეს საფლავი მოინახულეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ხსოვნას. ჰო, იმ დღიდან, როცა გერმანიის ნაკრებისა და "ჰანოვერის" მეკარემ თავი მოიკლა, ზუსტად ორი წელი გავიდა - 2009 წლის 10 ნოემბერი კი გერმანიაში არავის ავიწყდება.

მაშინ, დეპრესიებით გატანჯულმა ცნობილმა მეკარემ სასტიკი სუიციდი განახორციელა - მატარებელს ჩაუვარდა და საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ენკეს ფსიქიკური პრობლემების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა - რობერტს ამ ყველაფრის შესახებ ღიად საუბარი ერიდებოდა, შინაგანი სისუსტის გამჟღავნების ეშინოდა.

ენკეს თვითმკვლელობამ ბევრი რამ შეცვალა. მას მერე რამდენიმე ფეხბურთელი ღიად ალაპარაკდა დეპრესიებზე და დროულად დაიწყო მკურნალობა. უახლესი მაგალითი ისევ "ჰანოვერის" მეკარე მარკუს მილერია, რომელმაც დეპრესიის პირველივე სიმპტომების შემდეგ ექიმებს მიმართა, თვენახევრის მანძილზე იმკურნალა და ცოტა ხანში ჩვეულებრივ ყოველდღიურობას გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა