"პარიზიენის" მტკიცებით, კარლო ანჩელოტი ამ კვირაში "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდა
"პარიზიენის" მტკიცებით, კარლო ანჩელოტი ამ კვირაში პარიზში იმყოფებოდა და ოთხშაბათს "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფისა და კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა. სენიორ კარლომ პარიზში სულ ორი დღე გაატარა.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, მასპინძლებმა იტალიელ სპეციალისტს კლუბის განვითარების გეგმა დაწვრილებით გააცნეს და კონტრაქტის პირობებზეც დაელაპარაკნენ. თუკი შეთანხმება შედგა, კარლიტო "პარკ დე პრენსზე" მომდევნო სეზონიდან იმუშავებს. რაც შეეხება ანტუან კომბუარეს, მას მადლობასთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ სამმილიონევროიან კომპენსაციას გადაუხდიან და გაათავისუფლებენ.

"პარიზიენისგან" განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ინგლისური წყაროები. მათი მტკიცებით, ანჩელოტისა და პსჟ-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. იტალიელი ამიერიდან ყურადღებას ისევ ინგილისურ ვარიანტებს მიაპყრობსო. მომდევნო სეზონიდან მას თურმე "ტოტენჰემი" სთავაზობს მთავარი მწვრთნელის პოსტს. რას ერჩის პრესა "მამლების" წარმატებულ დამრიგებელ ჰარი რედნაპს? არც არაფერს, მასმედია რედნაპს ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრებში ფაბიო კაპელოს ყველაზე რეალურ მემკვიდრედ განიხილავს.

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას დიდზე დიდი ამბიციები აქვს. თუმცა ყველაფერი რომ მათზე არ არის დამოკიდებული ამას აღიარებენ. დევიდ ბექჰემის შესახებ აგორებული ხმები ყველას მოგეხსენებათ. ინგლისელი სუპერვარსკვლავი ფრანგებთან კონტრაქტს ხელს მოაწერს თუ არა, მალე გაირკვევა. ამას გარდა "ლურჯ-წითლებს" ნახევარდაცვისა და შეტევის კიდევ უფრო გაძლიერება სურთ. ამ მიზნით მათ "ნაპოლიდან" 24 წლის მარეკ ჰამშიკის გადაბირება სურთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ჰამშიკის აგენტი ამ დღეებში ნეაპოლელებთან ახალ კონტრაქტზე იწყებს მოლაპარაკებებს, რაც ფრანგულ კლუბს მიზანს ბევრად გაურთულებს. ამას გარდა, გაზეთები ამტკიცებენ, პარიზელთა სამიზნეში მოხვდნენ ჰამშიკის თანაგუნდელი, 24 წლის ედინსონ კავანი და ამავე ასაკის მაროკოელი ცენტრალური მცველი, უდინეზელი მეჰდი ბენატიო.

დაბოლოს, 27 ნოემბერს დიდი ფრანგული დერბია. ერთმანეთს ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პარი სენ-ჟერმენი" და "მარსელი" შეხვდებიან. ამ გუნდების გულშემატკივართა დაპირისპირებას კლუბების მეტოქეობაზე არანაკლებ მდიდარი ისტორია აქვს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ხოლმე. ამჯერად პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და პოლიციამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს, პარიზელ ფანებს "ველოდრომზე" მოხვედრის უფლება არ დართონ. ანალოგიურად მოიქცევიან 8 აპრილის მატჩისთვის, "პარკ დე პრენსს" პროვანსელ გულშემატკივარს არ გააკარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა