"გენკის" თავდამსხმელი კრისტიან ბენკეტე ორ მეგობართან ერთად ავტომანქანის გატაცებასა და მისი მესაკუთრის სასტიკად ცემაშია ბრალდებული
ბელგიური პოლიციის ცნობით, "გენკის" 20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, კონგოური წარმოშობის კრისტიან ბენკეტე ორ მეგობართან ერთად ავტომანქანის გატაცებასა და მისი მესაკუთრის სასტიკად ცემაშია ბრალდებული. სამართალდამცავებმა პირველ ეტაპზე ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

იმავე დღეს კრისტიანი კლუბის ვებგვერდზე ამტკიცებდა, არაფერ შუაში ვარ, აქ რაღაც გაუგებრობააო, მაგრამ ამ ამბებიდან 24 საათში ბაზაზე მას გამომძიებელი ესტუმრა, ვინც მას უფლებები გააცნო, ხელბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში უკრა თავი. გაიმართა წინასწარი სასამართლო მოსმენა, სადაც მოსამართლემ მას ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინა და გირაოს თანხის შეტანის შემდეგ გაათავისუფლა.

ბუნებრივია, რომ თუკი ბენკეტეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება დამტკიცდა, ეს მის კარიერას სერიოზულ დაღს დაასვამს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით მოისურვებს პროკურატურა საზოგადოებისგან ფეხბურთელის იზოლირებას. ექსპერტები კრისტიანს დიდ მომავალს უწინასწამეტყველებდნენ. მის ანგარიშზე ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში გატანილი 19 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა