ბრიტანეთში ოფიციალურად წარადგინეს 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მარშრუტი
ბრიტანეთში ოფიციალურად წარადგინეს 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მარშრუტი.

მარშრუტი ისეა შედგენილი, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95 პროცენტს ოლიმპიური ცეცხლის საკუთარი თვალით სანახავად არაუმეტეს 16 კილომეტრის გავლა მოუწევს. ოლიმპიური ესტაფეტა 1018 ქალაქსა და სოფელს მოიცავს. მარშრუტში შეტანილია საქვეყნოდ ცნობილი ობიექტები - სტოუნჰენჯის კომპლექსი, ლოხ-ნესის ტბა, უელსის უმაღლესი მწვერვალი სნოუდონი, ბელფასტში სტრომონტის ციხე და ა. შ.

ლონდონის თამაშებისთვის ცეცხლი 2012 წლის მაისში საბერძნეთში ოლიმპოს მთაზე დაინთება და მას ბრიტანეთში თვითმფრინავით ჩაიტანენ. 70-დღიანი ესტაფეტა 19 მაისს, დილით ლენდს-ენდის კონცხიდან (ინგლისის უკიდურესი დასავლეთი, კორნუელის ნახევარკუნძული) დაიწყება.

ესტაფეტის რვა ათასი მონაწილე ოლიმპიურ ჩირაღდანს ჩაიტანს ბრისტოლში, კარდიფში, ლივერპულში, ბელფასტში, გლაზგოში, ნიუკასლში, მანჩესტერში, შეფილდში, ნოტინგემში, ოქსფორდსა და სხვა მსხვილ ქალაქებში, ხოლო დანიშნულების ბოლო ადგილი იქნება ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, სადაც 2012 წლის ზაფხულის თამაშების მთავარი ცეცხლი დაინთება. ოლიმპიური ესტაფეტის საერთო სიგრძე დაახლოებით 12.8 ათასი კილომეტრი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა