ეროვნული ნაკრები, რომელიც დღეს ბევრის ვერაფრის მაქნისია, ხვალინდელი დღისთვის სრული კატასტროფის წინაშე დგას!
10.11. ლუგანო. კორნარედო. 2 420 მაყურებელი

შვეიცარია-საქართველო 5:0

გოლები: 1:0 ცუბერი (8), 2:0 ბენ ხალიფა (13), 3:0 ცუბერი (33), 4:0 ცუბერი (42), 5:0 რ. კოხი (64)

შვეიცარია საქართველო

4-4-2 4-5-1

ბიურკი მაკარიძე

ქსაკა კანდელაკი

დაპრელა მ. კობახიძე

რ. კოხი კვერკველია

ფ. კოხი იოსელიანი

ბაშა ჯიღაური

ბენ ხალიფა კვეკვესკირი

ტოკო თარხნიშვილი

კასამი ოქრიაშვილი

ცუბერი ძალამიძე

სეფეროვიჩი შეყილაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

პ. ტამი ს. ჭედია

შვეიცარია

61. დაპრელა - მუბანჯე

68. ბენ ხალიფა - ვიუტრიხი

80. ქსაკა - ვისი

სათადარიგოები: ზიგრისტი, კამბერი, ბუფი, დრმიჩი

საქართველო

46. კანდელაკი - აფაქიძე

56. შეყილაძე - საბანაძე

80. ჯიღაური - სიხარულია

სათადარიგოები: შეროზია, კალანდაძე, ბეგლარიშვილი, გუგუჩია

გაფრთხილება: კასამი (89), კობახიძე (90)

არბიტრი: ს. ცინკევიჩი (ბელარუსი)

გუშინ ლუგანოში გასაკვირი არაფერი მომხდარა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიის ძლიერ გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩის წინ დადებითი შედეგის დიდი იმედი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ იმის დაჯერება კი ძალიან გვინდოდა, რომ ესპანეთთან ქუთაისში ნაწვნევი 2:7 მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენი 21-წლამდელებისთვის ბოლო სირცხვილი იქნებოდა.

სამწუხაროდ, მწარედ შევცდით და შვეიცარიის ახალგაზრულმა ნაკრებმა, რომელმაც ერთი თვის წინ თბილისში მხოლოდ მინიმალურად მოიგო, გუშინ სოსო ჭედიას გუნდს შავი დღე აყარა. კიდევ კარგი, შესვენების შემდეგ მასპინძლებს საგოლე მადა დაუქვეითდათ, თორემ ესპანელთა შედეგსაც გააუმჯობესებდნენ.

წინა შესარჩევი ციკლი გამონაკლისი იყო და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა. შესარჩევი რაუნდის გადალახვას ჩვენი ახალგაზრდულისგან არც ამჯერად ვითხოვდით, მაგრამ იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ უაღრესად რთული მეტოქეების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და თუ ვერ აჯობებდა, მოედანს შერცხვენილი მაინც არ დატოვებდა. საუბედუროდ, ეს მოკრძალებული ოცნებაც აუსრულებელი დაგვრჩა.

რა უნდა თქვა მატჩზე, რომელშიც შენი ქვეყნის გუნდი 0:5 მარცხდება? სიტყვების პოვნა ძნელია და ასეთ დროს, ალბათ, ცხელ გულზე ბევრი მსჯელობაც არ არის აუცილებელი. ყველაზე მთავარი და დამთრგუნველი შეგრძნება, რასაც ასეთი შეხვედრები აჩენს, ის არის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩი კი არ წაგვიგია, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც დღეს ბევრის ვერაფრის მაქნისია, ხვალინდელი დღისთვის სრული კატასტროფის წინაშე დგას!

სხვა რა გითხრათ წუხანდელ საშინელებაზე? ქართველ ქომაგს მატჩი არ უნახავს, ინტერნეტით მხოლოდ გოლების ფრაგმენტები გავრცელდა, სადაც ვნახეთ, თუ რა საცოდაობა ტრიალებდა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში და როგორ აპამპულავებდნენ მასპინძელთა შემტევები სტუმართა მცველებს. სტევენ ცუბერმა პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მანამდე კი პიერ-ლუიჯი ტაიმის გუნდმა ქართველები ორი სწრაფი გოლით გატეხა. შესვენების შემდეგ შვეიცარიელებმა ტემპი დააგდეს და საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთი ბურთით განიმტკიცეს, სტუმრებს კი პრესტიჟის გოლიც არ გაატანინეს.

ჯგუფში მესამე ადგილზე კი დავრჩით, მაგრამ ხორვატიასა და ესტონეთს ჩვენზე ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული და 14 ნოემბერს მათი ურთიერთშეხვედრა აუცილებლად მეოთხეზე ჩაგვაჩოჩებს. ჯგუფის ორივე ფავორიტთან შეხვედრები უკვე მოვილიეთ და მომავალი წლის ივნისამდე შესარჩევი მატჩები აღარ გველის, თუმცა თუ პოპულარულად ქცეულ გამოთქმას მოვიშველიებთ, ისღა დაგვრჩენია, ისინი მომავალი ციკლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

დაბოლოს, ფაქტი უკომენტაროდ: შვეიცარიიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალისტია და გუნდის ღირსებას დღეს ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამდენიმე ფეხბურთელი იცავს. თუმცა ევროპული ვერცხლის მომპოვებელი გუნდის ბირთვს, უმეტესად, ის მოთამაშეები შეადგენდნენ, რომლებმაც წინა შესარჩევში საქართველოს ნაკრებს შვეიცარიაში მინიმალურად სძლიეს, თბილისში კი 0:0-ს დასჯერდნენ.

ეს იმათ გასაგონად, ვინც 0:5-ის ასახსნელად არგუმენტებს დაეძებს...

ესპანეთი-ესტონეთი 6:0

1. ესპანეთი 4 4 0 0 17-2 12

2. შვეიცარია 4 3 1 0 10-0 10

3. საქართველო 5 1 0 4 3-15 3

4. ხორვატია 4 1 0 3 1-7 3

5. ესტონეთი 3 0 1 2 0-1 1

მომდევნო ტური

14 ნოემბერი

ესპანეთი-შვეიცარია

ხორვატია-ესტონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

malxazi
გაპიარებული ფეხბურთელებით და მარტო სახელი და გვარებით დღეს წარმატებას ვერ მიაღწევ.ამ ასაკის ყველა ფეხბურთელს უნდა დავუბრუნოთ იმის განცდა რომ თუ ის ბევრს იშრომებს არ დაეკარგება გარჯა.შეუცვლელი ფეხბურთელი არავინ არაა,დროა აღდგეს სამართლიანობა და მართლა ნიჭიერებს გავუხსნათ გზა.
beqa
არ უნდათ ამ ბიჭებს პეხბურთის თამაში და რატო ვაწვალებთ? ან რისთვის იხარჯება უაზროთ პული? მოკვდა ქართული პეხბურთი უკვე დანამდვილებით შეიზლება ამაზე ლაპარაკი.ერთი ის კი ვიცი რო ამათ გამო მე აგარ ვაპირებ არც ნერვების შლას.და კიდე ნუ გამოდიან და ნუ იძახიან სტადიონზე იარეთო რა.უპასო კი არაა იქიტ ტუ გადამიხდიან მოედანზე მისვლისტვის პულს კიდე შეიზლება დაპიქრება ტორე ისე კისერიც უტეხიათ ამათ.ტქვენც გირჩევტ ნერვები აგარ მოიშალოთ ამატ გამო.
Werner
zviadi ყველაფერში მართალი ხარ,რო გადაეხადა ის ზბორების ფული (და კიდე ბევრ რაღაცას ითხოვენ დინამოში) ეხლა შეიძლება ძირითადის ფეხბურთელი ყოფილიყო მაგრამ პრობლემაც ისაა რომ ძალიან ძვირი ჯდება ამ უბედურ ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პროფესიონალად ჩამოყალიბება
Neo
მესები არ გვყავს ტო და რა ქნას ჭედიამ ....?
zviadi
მხოლოდ ასეთი შედეგი დადგებოდა. ამას ღრმა ფესვები აქვს და ნაყოფიც ისეთია როგორიც თესლი. მეგობარმა ბავშვი შეიყვანა ფეხბურთზე ნორჩ დინამოელში ძალიან კარგად თამაშობდა ზბორების ფული პირველ წელს ძლივს იშოვა, მეორე წელს კი გამოიყვანა ისეთი ძვირი იყო. მერე ეცოდებოდა ბავშვი და შეიყვანა სულაქველიძის აკადემიაში იქაც ყველას მოწონდა მაგრამ ისევ უფულობის გამო გამოიყვანა მერე ლოკომოტივში შეიყვანა და ბოლოს ავაზაზე ატარა. ყველგან ერთი და იგივე უაზრო ვარჯიშები ხელოვნური მოედანი სულაქველიძის აკადემიაში იყო წითელი ხრეშიანი. ბევრი რომ არ გავაგრძელო ფეხბურთი ძალიან ძვირი იყო და რაგბზე გადაიყვანა სადაც ასევე მაგრად თამაშობს ბიჭი. ერთი კვირის წინ უბანში ავაზას ბიჭებთან ერთად ითამაშა ფეხბურტი და ვუყურებდი ამ ბავშვს ახლა15 წლისაა ბურთზე ფეხს არ აკარებინებდა ავაზას ბიჭებს ტავის თანატოლებსაც და უფროსებს. ის ბიჭები ხვალ და ზეგ ვითომ ფეხბურთელები იქნებიან და ნაკრებში ითამაშებენ ეს ბავშვი კი ვერ იქნება ფეხბურთელი. აი მიზეზი რატომ გვაქვს დღეს ასეთი შედეგები ამიტომ ნურაფერს სასიკეტოს ნუ ელოდებით. გირჩევთ საერთოდ დაივიწყოთ ფეხბურთი ის ამ მაფიოზების და დეგენერატების ხელში არასოდეს გაცოცხლდება.
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ