"ხოჯავა, გოგუა და სალუქვაძე თეთრაძის ხალხია, მაგრამ კარგი ფეხბურთელები არიან", - პარადოქსული რამ წერია "სოკერ.რუ"-ზე
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ხუთ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მათ შორის არიან ქართველები - გოგიტა გოგუა, ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა.

"სპორტ-ექსპრესი" იუწყება, რომ ნიჟნელთა ახალი სპორტული დირექტორი დმიტრი პოლიაცკინი ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებზე ქართულ სამეულს დეკემბრამდე შეუთანხმდება.

სხვათა შორის, "ვოლგასთან" პრობლემები მხოლოდ ქართველებს არ შექმნიათ: ბოსნიელმა ლეგიონერმა მირსუდინ ახმეტოვიჩმა რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების მოგვარების პალატას მიმართა სარჩელით, გაერკვიათ, რატომ უგვიანებენ ხელფასს.

როგორც "სპორტ-ექსპრესი" წერს, ნიჟნინოვგოროდელების ფინანსური პრობლემები ივლისიდან დაიწყო და ქართველებს ამიტომაც შეელივნენო.

"მოთამაშეებს დავალიანებას დეკემბრამდე გაუსტუმრებენ, ახლა კი ისინი აგვისტოსა და სექტემბრის ხელფასს ელიან. ამ მიზნით კლუბმა ბანკიდან კრედიტიც გამოიტანა", - წერს "სპორტ-ექსპრესი".

არადა, კლუბს არ უნდა უჭირდეს, რადგან ნიჟნი ნოვგოროდის ადმინისტრაცია და "გაზპრომის" რეგიონული წარმომადგენლობა პატრონობენ.

"სპორტ-ექსპრესის" ვერსია ნაკლებად სარწმუნო ჩანს. "სოკერ.რუ" იუწყება, რომ ქართველთა სამეულის წასვლის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი გახდა. სხვათა შორის, სალუქვაძემ არც დამალა, უმადურად მომექცნენ და ასეთ ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მსურსო.

"ხოჯავას, გოგუასა და სალუქვაძეს ახალ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდათ. ისინი ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობდნენ და ფორმის შესანარჩუნებლად დუბლებში ვარჯიშობდნენ. ეს თეთრაძის ხალხია, მაგრამ კარგი ფეხბურთელები არიან", - ასეთი პარადოქსული რამ წერია "სოკერ.რუ"-ზე.

ანუ მთავარია, ვისი კაცი ხარ, შემდეგ უყურებენ შენს ფეხბურთელობას. მაგრამ 21-ე საუკუნეში მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთში არ არის, საქართველოშიც შეინიშნება და ძნელია, მარტო რუსები გაამტყუნო.

"სოკერ.რუ" მიიჩნევს, რომ "ვოლგას" ყველაზე დიდი დანაკლისი "კრასნოდარში" გადასული ოთარ მარცვალაძეა: "ნიჟნელებისთვის ახლებს დიდი სარგებლობა არ მოუტნიათ, ასე რომ, მხოლოდ ახალგაზრდების გაზრდა საკმარისი არ არის, გუნდს მაღალი კლასის თავდამსხმელი სჭირდება. მარცვალაძის დონის ფორვარდის გარეშე ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელია".

"სპორტბოქს.რუ"-ც ამავეს ამტკიცებს და საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: "მარცვალაძის წასვლის შემდეგ "ვოლგაში" თავდამსხმელებს აღარ გაუტანიათ. სხვა კლუბში გადასვლის მიუხედავად, "ვოლგას" საუკეთესო ბომბარდირად დღემდე ქართველი რჩება".

"სპორტბიზნესკონსალტინგმა" რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ეფექტური მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა და მიუხედავად უთამაშებლობისა, "ვოლგას" დაწუნებული ქართველი პლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა 24-ე-34-ე პოზიციაზეა, მარცვალაძე კი - მე-20-23-ეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა