11-16 ნოემბერს "ქარიშხალასა" და სკა-ს სპორტულ კომპლექსებში კოტე მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართება
17 ნოემბერს სახელოვანი ქართველი მსახიობისა და კომენტატორის, კოტე მახარაძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდება და ამ თარიღის აღსანიშნავად არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.

ერთ-ერთია კოტე მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი, რომელიც 11-16 ნოემბერს "ქარიშხალასა" და სკა-ს სპორტულ კომპლექსებში გაიმართება.

ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით გუშინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მედიის წინაშე წარდგნენ ტურნირის ორგანიზატორები. პრესკონფერენციას კოტე მახარაძის მეგობარი და კოლეგა ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებოდა.

ჯამლეთ ხუხაშვილი:

- ბრწყინვალე კომენტატორს, მსახიობსა და პიროვნებას, კოტე მახარაძეს, 17 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ შესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად მთელი საქართველო ემზადება, განსაკუთრებით კი, ბუნებრივია, ხელოვნებისა და სპორტის სამყარო აქტიურობს. კოტე ხომ საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვარდათ და უყვართ.

მოხარული ვარ, რომ მისი სახელობის ტურნირი საერთაშორისო გახდა. დარწმუნებული ვარ, შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაივლის და იქ მისული მაყურებელი არ ინანებს.

მადლობა ყველას, ვისაც ტურნირის ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი - თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერიას, რადიო "ჯაკოს", საფეხბურთო კლუბ "ალგეთს" და, რასაკვირველია, კოტე მახარაძის ოჯახსა და მეგობრებს.

გრიგოლ ცაავა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

- ამ ტურნირს საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა ბატონი კოტე ცოცხალი იყო და მოხარული ვარ, ეს შესანიშნავი ტრადიცია რომ გრძელდება. კარგია, რომ ტურნირზე საქართველოს არაერთი რეგიონის გუნდი იქნება წარმოდგენილი და აზერბაიჯანიდანაც გვესტუმრებიან.

ტურნირი 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება და მასში 16 გუნდი იასპარეზებს.

A ჯგუფი: 35-ე საფეხბურთო სკოლა-99, ჩემპიონი, ნორჩი დინამო-1, ნორჩი დინამო-99;

B ჯგუფი: ჩემპიონი-2000, ადელი (ბათუმი), ალგეთი, გორი;

C ჯგუფი: 35-ე საფეხბურთო სკოლა-1, ალჯანა (ბაქო, აზერბაიჯანი), მერანი-1, თენგიზ სულაქველიძის აკადემია-2;

D ჯგუფი: თენგიზ სულაქველიძის აკადემია-1, მერანი-2, ნორჩი დინამო-2, 35-ე საფეხბურთო სკოლა-2.

11, 12 და 13 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია, 14 ნოემბერს - მეოთხედფინალი, 15 ნოემბერს - ნახევარფინალი, 16 ნოემბერს კი - მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კი 17 ნოემბერს მერაბ ბერძენიშვილის კულტურულ ცენტრ "მუზაში" გაიმართება, სადაც 19 საათიდან სხვა არაერთი საინტერესო ღონისძიებაცაა დაგეგმილი.

სტუმრები იხილავენ კლიპს კოტე მახარაძის ყველა როლით, უჩვენებენ უკრაინელთა მიერ რუსულ ენაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმს "კოტე მახარაძის ეპოქა" და მოეწყობა კოტე მახარაძის წიგნის, "ორი ბატონის მსახურის" განახლებული ვერსიის პრეზენტაცია.

საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები საპატიო სტუმრებს, ცნობილ სპორტსმენებსა და მსახიობებს რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა