ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლუის მუდი "პომების" თავკაცად მარტინ ჯონსონის დარჩენას ითხოვს
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლუის მუდი "პომების" თავკაცად მარტინ ჯონსონის დარჩენას ითხოვს. მომავალი მსოფლიო თასის გათამაშება 2015 წელს ინგლისში გაიმართება, ამიტომ მუდის მიაჩნია, რომ ახლა ნაკრებში კარდინალური ცვლილებების დრო არ არის.

უმჯობესია სტაბილურობის შენარჩუნება, რაც განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

"ჯონომ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები მოიყვანა და ყველაფერი გააკეთა, რომ მათ თავიანთი პოტენციალი ბოლომდე გამოემჟღავნებინათ. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ბენ იანგზი, დენ კოლი, კორტნი ლოუ, კრის ეშტონი და ბენ ფოდენი საერთაშორისო არენაზე პოპულარულები გხდნენ.

ცხადია, ყველაფერი მარტინ ჯონსონზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ მას ნაკრებში მუშაობის გაგრძელება უნდა. ახლა მისი თანამდებობიდან გაშვება არაფრით შეიძლება. ამის მაგალითად ახალი ზელანდიის მწვრთნელი გრემ ჰენრი გამოდგება. "ოლ ბლექსმა" 2007 წელს მეოთხედფინალში წააგო, მაგრამ მწვრთნელი არ მოუხსნიათ. შედეგად აგერ ოთხი წლის შემდეგ "ვებ ელისის" თასი მოიგეს.

იგივენაირად მოხდა ინგლისშიც. კლაივ ვუდვორდის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია. ოთხი წლის შემდეგ კი ვუდვორდმა და კომპანიამ ავსტრალიაში ფინალში მასპინძლები დაამარცხა.

2015 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება ინგლისში გაიმართება. კარგი შანსი გვაქვს "ვებ ელისი" ჩვენს სამშობლოში დავტოვოთ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება" - თქვა ლუის მუდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა