მოგეხსენებათ, ეშლი „კაჭკაჭების“ სტადიონ „სენტ ჯეიმს პარკს“ სახელწოდებას უცვლის და „სპორტს დაირექტ არენის“ დარქმევას უპირებს
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ 29 წლის ნახევარმცველმა, ჯოი ბარტონმა „ნიუკასლ იუნაიტედის“ მეპატრონე მეიკ ეშლის შეუტია - მოგეხსენებათ, ეშლი „კაჭკაჭების“ სტადიონ „სენტ ჯეიმს პარკს“ სახელწოდებას უცვლის და „სპორტს დაირექტ არენის“ დარქმევას უპირებს.

რა კავშირშია ლონდონური „რეინჯერსის“ მოთამაშე ჩრდილოინგლისურ კლუბთან? მოგეხსენებათ, ბარტონი „ნიუკასლის“ წევრი იყო, მაგრამ „ტვიტერში“ კლუბის მეპატრონეები გააკრიტიკა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტის შედეგად ნახევარმცველს გუნდის გამოცვლა მოუხდა. ახალ გუნდში ის კაპიტანია.

„რაც უნდათ ის დაარქვან, ჩემთვის ეს უძველესი სტადიონი ყოველთვის „სენტ ჯეიმს პარკად“ დარჩება. ეშლიმ და მისი გარემოცვის წევრებმა ყველაფრის ფასი ზუსტად იციან, თუმცა ფასეულობებზე წარმოდგენა არ აქვთ“.

„ნიუკასლის“ კლუბის მეპატრონესა და დირექტორატს, რასაკვირველია, მეტისმეტად თამამი პროექტი აქვთ ჩაფიქრებული. ბოლოს და ბოლოს საქმე ას წელიწადზე მეტი ხნის ტრადიციას ეხება. „კაჭკაჭების“ გულშემატკივართა დიდი ნაწილი აღშფოთებულია. იმას, რომ მის საყვარელ სტადიონს სახელი უნდა გამოუცვალონ, ვერც ნიუკასლელთა და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების 19 წლის გარემარბ-თავდამსხმელი, სემი ამეობი იჯერებს.

ცნობისათვის: ინგლისში დაბადებული ამეობი წარმოშობით ნიგერიელია და 19 წლამდელთა ნაკრებში თავის ისტორიულ ქვეყანას წარმოადგენდა, თუმცა, 21 წლამდელებში, როგორც გითხარით, ის უკვე ინგლისის დროშის ქვეშ თამაშობს. სემი ამეობი „ნიუკასლისავე“ 30 წლის თავდამსხმელის, შოლა ამეობის უმცროსი ძმაა. შოლა ამეობი, უმცროსი ძმისგან განსხვავებით ნიგერიაშია დაბადებული.

სემი ამეობიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა თავისი გაოცება: „წარმოგიდგენიათ, „სენტ ჯეიმს პარკზე“ ჩემი პირველი თამაში ბოლოც გამოდგა“.

„ნიუკასლ იუნაიტედის“ პატრონები ახლა მდიდარი სპონსორების ძიებას დაიწყებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული ლოდინი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დასრულებამდე დასჭირდეთ. საქმე ის გახლავთ, რომ ნიუკასლში ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე საფეხბურთო მატჩი უნდა ჩატარდეს, საორგანიზაციო კომიტეტის პრეს მდივანმა კი აი, რა თქვა:

„ჩვენ ნიუკასლის სტადიონს „სენტ ჯეიმს პარკს“ დავუძახებთ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესის შესაბამისად, ოლიმპიური შეჯიბრებები ისეთ სარბიელებზე უნდა ტარდებოდეს, რომელთაც სპონსორი არ ჰყავთ“.

„ნიუკასლ იუნაიტედი“, რომელიც პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა, შინ 3 დეკემბრამდე აღარ თამაშობს. ამ დღეს ის „ჩელსის“ უმასპინძლებს. მაიკ ეშლი იმედოვნებს, რომ მანამდე გულშემატკივარს ბრაზი გაუნელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე