ფილიპინელი მენი პაკიაო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი ლას ვეგასის ლეგენდარულ MGM Grand Arena-ზე მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს

12 ნოემბერს, ლას ვეგასის ლეგენდარულ MGM Grand Arena-ზე მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს ფილიპინელი მენი პაკიაო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი.

ამ ბრძოლით დასრულდება ტრილოგია 32 წლის პაკიაოსა (53-3-2, 38KO) და 38 წლის მარკესს (53-5-1, 39KO) შორის. ამ პრინციპულ მეტოქეებს შორის წინა ორმა შეხვედრამ პირველიდან მე-12 რაუნდამდე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. მაყურებელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღო პაკიაოს ტემპიანი შეტევებისა და მარკესის გონივრული კონტრშეტევებისგან. შეიძლება ითქვას, რომ წინა ჩხუბებმა გარკვეულწილად ჩამოაყალიბა ორივე მებრძოლის რეპუტაცია.

მექსიკელის სტილი საკმაოდ მოუხერხებელი აღმოჩნდა პაკიაოსთვის. მაგრამ მათი მესამე დაპირისპირებისგან კრივის მოყვარულები უფრო სხვა რამეს ელიას. გულშემატკივრების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ "დაბერებული" მარკესი ამჯერად ვერაფერს დაუპირისპირებს კიდევ უფრო მომძლავრებულ პაკიაოს, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ნახევრადსაშუალო წონაში.

ბუკმეიკერებიც აშკარა უპირატესობას ფილიპინელს ანიჭებენ. მათი ვარაუდით, პაკიაოს 12 რაუნდი არ დასჭირდება მექსიკელის დასამარცხებლად. მართლაც, დღეს ხუან მანუელს ძალიან გაუჭირდება "პაკმენის" შეჩერება. თითქმის ყველა კოზირი - ძალა, წონა, სისწრაფე, ამტანობა - პაკიაოს ხელშია. მარკესი კი მხოლოდ თავისი უდიდესი გამოცდილებითა და საკრივო თვისებებით თუ დაიკვეხნის.

მაგრამ თავად მექსიკელი აღიარებს, რომ საერთოდ არ ეშინია მრისხანე მოწინააღმდეგის. მარკესი იმაშიც დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოიგო პირველი ორი ბრძოლა (ოფიციალურად ერთი ფრედ დასრულდა, მეორეში კი პაკიაომ გაიმარჯვა) და ახლაც გაუმკლავდება ფილიპინელს. უფრო მეტიც, ხუან მანუელი მართალია აცნობიერებს, რომ წინ რთული ბრძოლა ელის, მაგრამ თავის გულშემატკივარს ნოკაუტს ჰპირდება. "მთავარია, ამჯერადაც მსაჯებმა არ მომპარონ გამარჯვება", - ამბობს ის.

პაკიაო აცხადებს, რომ სპეციალურად არ "ინადირებს" ნოკაუტის გამო, მაგრამ ამასთან ამტკიცებს, რომ მომავალ ბრძოლაში რაღაცეები აქვს დასამტკიცებელი: "მარკესი თავისი განცხადებებით აშკარად მაღიზიანებს. მას აქვს უფლება თქვას, რომ არ წაუგია წინა ორ შეხვედრაში. სწორედ ამ ფრაზების გამო ვარ ასე მოტივირებული მომავალი ბრძოლის წინ. მინდა ყველა საკითხი გადავწყვიტო, რომელიც მარკესმა წამოწია წინა ორ შეხვედრასთან დაკავშირებით".

ტრადიციულად, კომენტარებისგან თავი შეიკავა მექსიკელი ჩემპიონების ლეგენდარულმა მწვრთნელმა იგნასიო "ნაჩო" ბერისტაინმა, რომელიც ამჟამად მარკესს ავარჯიშებს. სამაგიეროდ, უხვად არიგებდა ინტერვიუებს ფილიპინელის სახელოვანი დამრიგებელი ფრედი როუჩი. ის თავიდან აცხადებდა, რომ მისი შეგირდი არ ეცდება მექსიკელის ნოკაუტში ჩაგდებას, მაგრამ ახლა ამბობს, რომ სრულიადაც არ გაუკვირდება, თუ მენი პირველივე რაუნდში გაუსწორდება ხუან მანუელს.

მომავალ ბრძოლაში დადებითი შედეგის შემთხვევაში მენი პაკიაო არ გამორიცხავს მომავალ გაზაფხულზე უკვე დიდი ხნის წინ გამოცხადებული "საუკუნის ბრძოლის" ჩატარებას ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ. მაგრამ ორ უდიადეს მოკრივეს შორის ეს დაუმთავრებელი სერიალი უკვე ყველას მობეზრდა და გულშემატკივრებს იმედი აღარ აქვთ, რომ კრივის სამყაროში ყველაზე სასურველი ბრძოლა ოდესმე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა