მოსკოვში დაწყებულ "ევროპის ერთა თასზე" საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუსებთან 2:5 დამარცხდა
მოსკოვში დაიწყო "ევროპის ერთა თასი" ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირშია წარმოდგენილი, რადგან ბერძენ-რომაელებს მონაწილეობისთვის რეიტინგი არ ეყოთ.

ჩვენი ფალავნები მეორე ჯგუფში მოხვდნენ რუსეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად, პირველში კი აზერბაიჯანი, ბელარუსი და ბულგარეთი დაჯგუფდნენ. ჩვენებმა უკვე გამართეს პირველი შეხვედრა რუსებთან და 2:5 დამარცხდნენ.

გიორგი ედიშერაშვილს (55) ევროპის ჩემპიონმა ნარიმან ისრაპილოვმა სძლია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60) ევროპის ორგზის ჩემპიონ ოპან სატთან სუფთა წააგო, როგორც მალხაზ ზარქუამ (66) - სისლან რამონოვთან. გელა საღირაშვილმა (74) ერთი პერიოდი კი მოუგო მუსლიმ დადაევს, მაგრამ მაინც 1:2 დამარცხდა, დავით ხუციშვილმა (84) ორივე პერიოდი დათმო ევროპის ორგზის ჩემპიონ ანზორ ურიშევთან - 0:2. ამით შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ ორთაბრძოლებში დავით მარსაგიშვილმა (96) მაგომედ მუსაევი დაჯაბნა, გიორგი საკანდელიძემ (120) - კირილ გოტოვცევი. მუსაევი ახალი კადრია იქაურთა ნაკრებში და ბევრად გამოცდილმა მარსაგიშვილმა პირწმინდად დაჯაბნა. გოტოცევი რუსთა ამ ვარსკვლავურ წონაში ჯერჯერობით "პირველი ვიოლინოს" წოდებისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ სანაკრებო კანდიდატებში სტაბილურად ირიცხება. ის საკანდელიძეს არც გამოცდილებით ჩამოუვარდება (თუ არ აღემატება კიდეც, ისეთ ფალავნებთან უწევს კონკურენცია და ჭიდაობა), თუმცა ჩვენებური მაინც საგრძნობლად აღემატებოდა. გოტოვცევმა მოიგო პირველი პერიოდი და მერეც რამდენჯერმე თითქოს უფრო მაღალი კლასი გამოავლინა, მაგრამ საკანდელიძემ მაინც დამაჯერებლად დაამარცხა. მან 3-ქულიანზეც გადააგდო მეტოქე, 2-იანზეც და საერთოდ, ბლომად ილეთები ჩაუტარა.

სამწუხაროდ, ამან ჩვენებს საერთო ანგარიშში ვერ უშველა და ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც გამოეთიშნენ. შაღამოს, სესვენების შემდეგ ისინი თურქებთან გამართავენ ჯგუფის ბოლო შეხვედრას, მაგრამ ფინალის საგზური უკვე მოიპოვეს რუსებმა - მათ პირველ შეხვედრაში თურქები დაჯაბნეს ასევე 5:2.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა