მეხუთე ტურში თსუ-სთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატს ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "არმია" შემორჩა
მეხუთე ტურის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა.

მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ" რიგით მეოთხე გამარჯვება ექსტრემალურ პირობებში მოიპოვა, თუმც "სოხუმსა" და "ქუთაისზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ცხრილში მხოლოდ მესამე ადგილზეა.

არმიელები 12 ნოემბერს "სპორტის სასახლეში" ტურის დასკვნით შეხვედრაში თსუ-ს ხვდებოდნენ. მატჩის მესამე მეოთხედში მოედანზე ინციდენტი მოხდა, რომელშიც ორივე გუნდის სათადარიგო მოთამაშეები ჩაერთვნენ და მოედანზე თვითნებურად შესვლისთვის მსაჯებმა ისინი დარბაზიდან გააძევეს.

მოედანზე ორივე გუნდის ის 5-5 კალათბურთელი დარჩა, რომლებიც ინციდენტის დროს თამაშობდნენ და მატჩის ჩამთავრებაც მათ მოუხდათ. მეოთხე მეოთხედში თსუ-მ ტრავმისა და პერსონალურების ლიმიტის ამოწურვის გამო ერთბაშად ოთხი მოთამაშე დაკარგა და მსაჯებმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. იმ მომენტში "არმია" 73:71 ლიდერობდა და გამარჯვება მას ჩაეთვალა.

ჩემპიონატის ლიდერმა "სოხუმმა" გასვლით მატჩში იოლად დაამარცხა "ბათუმი", რომელსაც ჯერ გამარჯვება არ აქვს, ხოლო ასევე მოგების გარეშე მყოფმა "რუსთავმა" შინაურ კედლებში წააგო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან. აქამდე კიდევ ერთმა მოუგებელმა გუნდმა "დინამომ" წაგებების სერია შსს-სთან შეწყვიტა.

ჩემპიონატის დებიუტანტი "ოლიმპი" ახლოს იყო ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან, პირველი ტაიმის სემდეგ 11 ქულით უგებდა ერთ-ერთ ლიდერ "ქუთაისს", თუმც "ქუთაისმა" მეორე ტაიმში ძალების მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონატი. პირველი წრე, მეხუთე ტური

11 ნოემბერი. ბათუმი

ბათუმი - სოხუმი 64:88

11 ნოემბერი. რუსთავი

რუსთავი - თსსუ 73:100

12 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"

ოლიმპი - ქუთაისი 64:75

12 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"

დინამო - შსს 94:89

12 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"

არმია - თსუ 73:71

სატურნირო მდგომარეობა

სოხუმი 5 4 1 444:359 9

ქუთაისი 5 4 1 419:359 9

არმია 4 4 0 352:235 8

თსსუ 5 3 2 432:431 8

სტუ 4 3 1 358:330 7

ოლიმპი 4 3 1 303:291 7

შსს 5 2 3 418:439 7

დინამო 5 1 4 392:473 6

თსუ 4 1 3 288:299 5

ბათუმი 5 0 5 355:431 5

რუსთავი 4 0 4 278:392 4

msy.gov.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა