ინგლისელები იმ ფეხბერთულებზე ბჭობენ, ვინც შესაძლოა ნაკრებში "იუნაიტედის" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი შეცვალოს
დიდი ხანია ინგლისური პრესის საყვარელი რუბრიკა „ათი ყველაზე“ აღარ გადაგვითვალიელებია. ვფიქრობთ, პერიოდულად მასთან დაბრუნება საინტერესოა და ამიტომ, დღეს გაზეთ „სანის“ ერთ-ერთ ბოლო ათეულს გთავაზობთ.

ამჯერად, ტაბლოიდი ასეთ საკითხს განიხილავს: როგორც ცნობილია, 26 წლის ფორვარდი, უეინ რუნი სამი სანაკრებო თამაშით არის დისკვალიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ის ვერ ითამაშებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავის ადგილი სხვამ უნდა დაიკავოს. ინგლისელებმა შაბათს მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს 1:0 მოუგეს, სამშაბათს კი შვედებს ხვდებიან. ამ ამხანაგურ შეხვედრებში მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ალტერნატიული ვარიანტების შესწავლის შესანიშნავი საშუალება აქვს. მას გამოძახებული ჰყავს დარენ ბენტი, დენი უელბეკი, დენიელ სტარიჯი და ბობი ზამორა. შაბათამდე ამ ფეხბურთელებს ერთად, ნაკრებში 14 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული, ახლა კი 16 აქვთ, რადგან ესპანეთთან კაპელომ ბენტი თავიდანვე ათამაშა, უელბეკი კი მის მაგივრად 64-ე წუთზე შეიყვანა.

ჩამოთვლილთა გარდა ინგლისელები, ბუნებრივია სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. ვინ შეიძლება შეცვალოს პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე თავდამსხმელი? ამ კითხვაზე „სანი“ რუბრიკიდან გამომდინარე ათ პასუხს იძევა.

1. გებრიელ აგბონლაჰორი (ასტონ ვილა)

25 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 0 გოლი.

აგბონლაჰორს, რასაკვირველია, ძალიან არ გაუმართლა ტრავმის გამო ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან თამაშის საშუალება რომ არ მიეცა. გასულ სეზონში „ვილას“ თავდამსხმელს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და ნაკრების კანდიდატთა სიიდანაც ამოშალეს, მაგრამ რაც ბირმინგემის კლუბს სათავეში ალექს მაკლიში ჩაუდგა, ის შესანიშნავად ათამაშდა და 11 ტურში 5 გოლიც შეაგდო.

2. დარენ ბენტი (ასტონ ვილა)

27 წლის; ნაკრებში: 12 თამაში, 4 გოლი

ბენტი კარგ პოზიციაშია, რადგან ჯერ კიდევ რუნის დისკვალიფიკაციამდე მის პარტნიორად განიხილებოდა. თუმცა, „ვილას“ ბომბარდირმა იცის, რომ სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 2006 წელს მან ამის მწარე გამოცდილებაც მიიღო და ბოლომდე მობილიზებული იქნება.

3. ენდი ქეროლი (ლივერპული)

22 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 1 გოლი

ქეროლის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ყოველ წალიწადს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად ერთი წლის წინ ქეროლი „ნიუკასლის“ თავდამსხმელი იყო, გოლი გოლზე გაჰქონდა და საფრანგეთის წინააღმდეგ ნაკრებშიც ათამაშეს. ეს მისი დებიუტი გახლდათ. ასეთმა გაბრწყინებამ თავდამსხმელს შესანიშნავი ტრანსფერიც მოუტანა - მასში, არც მეტი, არც ნაკლები „ლივერპულლმა“ 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ თითქოს გუნდის გამოცვლამ აწყინაო. დღეს ქეროლი ნამდვილად არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც ასე ძვირი უნდა ღირდეს. კაპელომაც მის გამოძახებაზე ხელი აიღო.

4. პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი)

30 წლის; ნაკრებში: 42 თამაში, 22 გოლი

ნაკრებში სანიმუშო შედეგიანობის მქონე კრაუჩი, ალბათ, კითხულობს, ნეტავ რა დავაშავე, რომ აღარ მიძახებენო. არადა, კაპელო ნამდვილად არ ჰგავს იმ კაცს, კრაუჩს რომ უხმობს. ვინ იცის, „სტოკში“ პატარა სასწაულები რომ მოახდინოს...

5. ჯერმაინ დეფო (ტოტენჰემი)

29 წლის; ნაკრებში: 46 თამაში, 15 გოლი

დეფო, წესით შეშფოთებული უნდა იყოს - ცუდი გასული სეზონის შემდეგ კვლავ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ კაპელომ რუნის არყოფნაშიც კი არ ათამაშა. არადა, თავი, ალბათ, მთავარ კანდიდატად მიაჩნდა.

6. დენიელ სტარიჯი (ჩელსი)

22 წლის; ნაკრებში: 0 თამაში, 0 გოლი

2011 წელი დენიელ სტარიჯზე შთამბეჭდავად ბევრმა ვერ დაიწყო. თავდამსხმელი ჯერ „ბოლტონში“ იყო გაქირავებული, სადაც შესანიშნავად ათამაშდა, შემდეგ კი „ჩელსიში“ დაბრუნდა და ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელში გააგრძელა კარგად დაწყებული საქმე. ის, რომ სტარიჯს ნაკრებში გამოიძახებდნენ ძნელი მისახვედრი აღარ იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანენ თუ არა, ძნელი სათქმელია.

7. თეო უოლკოტი (არსენალი)

22 წლის; ნაკრებში: 20 თამაში, 3 გოლი

უოლკოტმა ერთი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია ფლანგზე კი არ არის, არამედ თავდასხმაშია. უსწრაფეს მოთამაშეს მოწინააღმდეგის მცველების დაწიოკება რომ შეუძლია, ფაქტია და თუ გოლების გატანის ჩვევასაც აღიდგენს, რუნის ადგილის დაკავების მართლაც დიდი შნანსი ექნება. ყველას დღემდე თვალწინ უდგას 2008 წელს, ხორვატიასთან მისი ჰეთ-თრიკი.

8. დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი)

20 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 0 გოლი

ბოლო დროს უელბეკის საქმე სულ უკეთ და უკეთ მიდის, ასე რომ, მის ევროპის ჩემპიონატზე, რუნის მაგივრად გამოჩენას ნუ გამოვრიცხავთ. ცნობილია, რომ კაპელო მისი დიდი ფანია.

9. კონორ უიკჰემი (სანდერლენდი)

18 წლის; ნაკრებში: 0 თამაში, 0 გოლი

უიკჰემი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც „სანდერლენდი“ 8,1 მილიონ ფუნტად აფასებს. ეს ყმაწვილკაცისთვის დიდი თანხაა და მართალია, მისი „ევრო 2012“-ზე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის, მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ.

10. ბობი ზამორა (ფულჰემი)

30 წლის; ნაკრებში: 1 თამაშო, 0 გოლი

ზამორამ 30 წელიწადს მიაღწია და, ალბათ, ფიქრობდა, რომ ნაკრებში აღარასოდეს გამოიძახებდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ახლანდელ შეკრებაზე კაპელომ დეფო არ გამოიძახა და ზამორა იქ ჰყავს. მოკლედ, გამორიცხვა არაფრის შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა