"კარგი იქნება, თუ სესკ ფაბრეგასს ვინმე ვარცხნილობაზე კეთილ რჩევას თუ მისცემს“
„არსენალის“ ყოფილი კაპიტნის, 24 წლის ესპანელი სესკ ფაბრეგასის ლონდონიდან „ბარსელონაში“ გადაბარგების რთული ისტორია ყველამ კარგად იცის. 12 ნოემბერს ფაბრეგასი ინგლისს, უფრო ზუსტად კი ლონდონს, მეტიც, ჩრდილოეთ ლონდონს დაუბრუნდა, სადაც ესპანეთში წასვლის შემდეგ აღარ ყოფილა - „უემბლიზე“ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებთა შორის ამხანაგური თამაში გაიმართა.

ინგლისელებმა მოიგეს 1:0 და ფაბრეგასმა ერთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, თუმცა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, „არსენალის“ მეკარემ, 21 წლის ვოიცეხ შჩესნიმ სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება.

წინაისტორია ასეთია: ლონდონში ცხოვრების წლებში ფაბრეგასი თმას მოკლედ იჭრიდა, რასაც ერთ-ერთ მეძვირე პარიკმახერთან ან, უფრო სწორად, ელიტარულ სტილისტთან აკეთებდა. მასთან ერთად იმავე დალაქის კლიენტები იყვნენ ზემოხსენებული შჩესნი და ჯეკ უილშირი. ესპანეთში გადაბარგების შემდეგ კი სესკმა თმის შეჭრას თავი დაანება და სამხრეთელებისთვის ჩვეული გაპრანჭული ვარცხნილობა დაიყენა.

ამის დანახვაზე შჩესნიმ „ტვიტერში“ დაწერა: „ბარაქალა ინგლისის ნაკრებს ესპანეთის დამარცხება რომ შეძლო, აი, სესკ ფაბრეგასს კი კარგი იქნება ვინმე ვარცხნილობაზე კეთილ რჩევას თუ მისცემს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა