ინფორმაცია, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ მოულოდნელად საჯარო გახდა
ინფორმაცია, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ მოულოდნელად საჯარო გახდა: იანვარში "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელ ჰარი რედნაპს სასამართლო გარჩევა ელის. 64 წლის რედნაპი საუთუორკში პარტნიორ მილან მანდარიჩთან ერთად წარსდგება. მანდარიჩი, მოგეხსენებათ, პირველი ლიგის გუნდის, "შეფილდ უენსდის" თავმჯდომარეა. პირველი სხდომა 23 იანვარს გაიმართება.

რედნაპი და მანდარიჩი ერთად "პორტსმუთში" მუშაობდნენ. მანდარიჩი იქაც თავმჯდომარე გახლდათ, რედნაპი კი მწვრთნელი. საეჭვოა ორი თანხის ამბავი - ლაპარაკია, 145 ათას და 150 ათასი დოლარზე, რომელიც რედნაპს მანდარიჩისგან მიუღია. როგორც ირკვევა, მწვრთნელმა ანგარიში მონაკოს ბანკში გახსნა და თავმჯდომარემაც ფული იქ გადაურიცხა. დეტალები ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს და მათი აღწერაც აშკარად მოსაწყენი საქმიანობაა, მაგრამ ზოგადად მოგახსენებთ, რომ საქმე გადასახადებისგან თავის დაძვრენას ეხება. რედნაპიცა და მანდარიჩიც კანონის დარღვევას უარყოფენ.

საინტერესოა, რომ სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" ხვდება. ეს, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მანჩესტერში, "ეტიჰედ სთედიუმზე" უნდა გაიმართოს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი ორ კვირას გასტანს, ამ დროის განმავლობაში კი "დეზები" შინ "უიგანს" და სტუმრად "ლივერპულს" შეხვდებიან. თუკი რედნაპს ამ პერიოდში სასამართლოში მოუწევს სიარული, მას, ბუნებრივია, ვარჯიშებიც გაუცდება და მათ მისი ასისტენტები, ჯოი ჯორდანი და კევინ ბონდი ჩაატარებენ.

მოგეხსენებათ, "ტოტენჰემ ჰოთსპური" ჰარი რედნაპის ხელში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. "დეზები" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდნენ და მეტიც, ჯგუფურ ეტაპს გაცდნენ კიდეც - მაოთხედფინალში "რეალთან" დამარცხდნენ.

გარდა ამისა, ბოლო წლებში გუნდი პრემიერლიგის უძლიერეს გუნდებს საკმაოდ ავიწროებს და ოთხეულში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.

"ტოტენჰემში" მიღწეული წარმატებების გამო რედნაპი ინგლისში არნახულად პოპულარული გახდა და ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდეგ ანუ 2012 წლის ზაფხულში (ევროპის ჩემპიონატი რომ დასრულდება), მის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული.

ჰარი რედნაპმა გულის მცირე ოპერაციის გამო, "სფურზის" ბოლო ორი მატჩი გამოსტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის