როგორც ფეხბურთელს, პატივს გცემთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების მწვრთნელს გუნდი სწორი გზით მიგყავთ
7 ნოემბერს გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვის" სპეციალურ გამოშვებაში, მიწვეული იყო საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია, რომელსაც პირველ არხზე მიწვეულ სპორტული ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე უნდა ეპასუხა.

მონოლოგის რეჟიმში გამართულმა ე.წ. პრესკონფერენციამ, ჟურნალისტების შეკითხვებზე რესპოდენტის არაკონკრეტულმა, ხშირ შემთხვევაში სიცრუეზე აგებულმა და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების მიმართ დამცირებისკენ მიმართულმა პასუხებმა, მაიძულა კიდევ ერთხელ მიმემართა ღია წერილით ბატონ თემურ ქეცბაიასთვის. ამავდროულად ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ჩემი აზრის სატელევიზიო სივრცეში გამოსათქმელად და ჯანსაღ, ობიექტურ გარემოში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

ნაკრების მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს იძახებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს და იგი არის პასუხისმგებელი შედეგზე. მწვრთნელი არავითარ შემთხვევაში არ არის ვალდებული გამოიძახოს რომელიმე ფეხბურთელი, მათ შორის მეც, თუ თვლის, რომ იგი არ გამოადგება გუნდს. მეორეს მხრივ კი, ვთვლი, რომ ყოველ ფეხბურთელს ისე უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა და ისე უნდა სურდეს ნაკრებში თამაში, რომ გული უნდა სწყდებოდეს, როდესაც ამის საშუალება არ ეძლევა.

სამწუხაროდ, ჩემი ის ფრაზა, რომ მე გული დამწყდა ნაკრებს რომ ვერ დავეხმარე, ზოგიერთისგან სხვანაირად იქნა აღქმული და ჩემი პირველი წერილის დაწერის მიზეზად პირადი წყენა იქნა მიჩნეული. არავითარ შემთხვევაში, მერწმუნეთ, ისე კი ქართველ ფეხბურთელს გული რომ არ სწყდებოდეს ამ ფაქტზე, ის იქნებოდა ცუდი. ფეხბურთელი თუ თვლის, რომ ეკუთვნის და იმედიანად არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელმა იგი აუცილებლად უნდა გამოიძახოს ნაკრებში.

ის ეჭვები, რომ თითქოს, მე ამას ვიღაცა მაწერინებს ან ვიღაცა "მიყენებს", ბატონო თემურ, უნდა დაივიწყოთ და საღი გონებით მიუდგეთ პრობლემას. თქვენ, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ქართული ფეხბურთის სახედ ითვლებით და ამგვარად აზრის გამოთქმა არ შეგშვენით. ამიტომ, როდესაც ასეთ არაკორექტულ განცხადებას აკეთებთ და ცილს მწამებთ, როგორც მინიმუმ, დამარწმუნებელი არგუმენტები უნდა წარადგინოთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითქოს, მე ჩემს პირველ წერილში, შევეხე თქვენს პიროვნებას. რაც არანაირად არ იყო ჩემი მიზანი და ვერსად ჩემს წერილში ვერ აღმოაჩენთ თქვენს პიროვნულ შეურაცხყოფას. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს მიმართ მწვავე კრიტიკას და თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმას, ვერ იტანთ და შეურაცხყოფად აღიქვამთ. თქვენ როგორც ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, დიდ პატივს გცემთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს, თქვენ როგორც ნაკრების მწვრთნელს, სწორი გზით მიგყავთ გუნდი და რომ თქვენგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს.

ბატონო თემურ, თქვენ მხოლოდ იმაზე საუბრობთ, რა და ვინ მამოძრავებდა ჩემი პირველი წერილის დაწერის დროს. ეს უფრო სტრატეგიულ ნაბიჯს ჰგავს, არ გსიამოვნებთ წერილში დასმული კითხვები და ამ ხერხით ცდილობთ ფაქტებზე აგებული და სააშკარაოზე გამოტანილი საჭირბოროტო საკითხები გახადოთ მეორეხარისხოვანი. არც არავის დაუპირისპირებია მუჯირი თქვენთვის და არც იგი პირადად თქვენ არ გიპირისპირდებათ! მუჯირი აკრიტიკებს გუნდის მართვის მეთოდებს, რომელსაც უპერსპექტივოდ მიიჩნევს და არგუმენტები მოჰყავს. ან რატომ გგონიათ, რომ მე ვინმეზე ნაკლებად მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმ სფეროზე, რომელშიც ვმოღვაწეობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, არ გამაჩნია აზრის გამოთქმის უფლება?

თქვენ იმაზე თუ დაფიქრდით, რომ ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზით, რომ ფეხბურთი ვერ ვითამაშე, მარტო მე კი არა, სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც აყენებთ შეურაცხყოფას? თქვენც ფეხბურთელი ბრძანდებოდით და კოლეგების მიმართ მეტი პატივისცემის გამოვლენა გმართებთ. საქართველოში უამრავი ფეხბურთელია. ყოველი მათგანი შრომობს, ცდილობს უკეთესად ითამაშოს, კარგ გუნდში მოხვდეს, წარმატებული კარიერა გაიკეთოს და თავისი საყვარელი საქმით გამოადგეს საკუთარ ოჯახს და ქვეყანას. რატომ ჩათვალეთ, რომ ის ათასობით ფეხბურთელი, რომლებსაც თქვენი დარი საფეხბურთო კარიერა ვერ გამოუვიდათ, არც ფეხბურთელები ვართ, არც პიროვნებები, ჩვენს შრომას ფასი არა აქვს და თქვენთან საუბრის და თქვენგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ გვაქვს?

საქართველოს ნაკრებში არიან მოქმედი ფეხბურთელები, რომლებსაც თქვენთან შედარებით უფრო წარმატებული საკლუბო და სანაკრებო კარიერა გამოუვიდათ და ამჟამად თქვენს შეგირდებად ითვლებიან, თქვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ არც ერთმა მათგანმა თქვენი მითითებები ყურად არ უნდა იღოს და თქვენს აზრს პატივი არ უნდა სცეს. ყოველ მათგანს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მათ ადამიანების შეფასების თქვენგან განსხვავებული კრიტერიუმები გააჩნიათ და საბედნიეროდ, ასეთ უღირს საქციელს არც ერთი არ იკადრებს!

თქვენივე ლოგიკით, თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ უფლება მათ წინააღმდეგ აიმაღლოთ ხმა, ვინც 1981 წელს ქართულ ფეხბუთს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. არადა, ზუსტად მახსოვს, როგორი ტონით უსაყვედურეთ ამ თაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამინდელი ფედერაციის შტაბში არ არიან. თუ ასეთი უვარგისები არიან (იმიტომ რომ აზრი არ გამოთქვეს, მაშინ როდესაც საჭირო იყო), იგივენაირად შეგეძლოთ გაგეკრიტიკებინათ ფეხბურთის ფედერაციის მხარეს მყოფი იმავე თაობის წარმომადგენლები. ან თქვენ პირადად, უკვე რამდენიმე წელიწადია ვეტერანად ითვლებით და იქნებ თქვენს თავსაც უსაყვედუროთ. გამოდის, რომ თქვენი აზრი და შეხედულებები სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება ხოლმე - უფროს თაობას სასტიკად აკრიტიკებთ უმოქმედობის გამო, ხოლო მე შეურაცხყოფას მაყენებთ, ხმის ამოღებას როგორ ბედავო. ჩემი აზრი აუცილებლად თქვენსას უნდა ემთხვეოდეს და მხოლოდ მაშინ ვარ მართალი? ვერ დაგეთანხმებით.

ჰიროშიმა, სადაც მე ვიმყოფებოდი მიწისძვრის დროს, ეპიცენტრიდან 1.300 კილომეტრითაა დაშორებული. ის ფაქტი, რომ მე, ისევე როგორც ქალაქის 1.200.000-მა მაცხოვრებელმა, ვერ შევიგრძენით ბიძგები, რომლებიც საბედნიეროდ არ იყო ჩემს ქალაქში, თქვენ ნამდვილად არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ პირდაპირ ეთერში ცინიკურად და აგდებულად ისაუბროთ ჩემზე. მითუმეტეს, ეს ნამდვილად არაა დაკავშირებული იმ პრობლემებთან, რომლებზეც მე ვსაუბრობ და რომელ შეკითხვებზე პასუხსაც თქვენ თავს არიდებთ. ისევე როგორც, გოგიტა გოგუას ინტერვიუს მთავარ და მნიშვნელოვან საკითხს, სადაც ფეხბურთელმა განაცხადა, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა მწვრთნელმა, რომ იძულებული გავხდი შეკრება დამეტოვებინაო. თქვენ კი, თემას თავი აარიდეთ, კვლავ უარყოფთ კონფლიქტს, მისი ნაკრებიდან დათხოვნის მიზეზად ჩვენთვის კარგად ცნობილ თქვენეულ ვარიანტს გვთავაზობთ და გაიძახით, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ, აქ საჭორაოდ არ ჩამოვსულვარო. თუმცა, ჭორს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას, რადგან ფეხბურთელი თავად საუბრობს.

ვინ იტყუება? ქეცბაია, თუ გოგუა? თუ ბატონი დომენტი სიჭინავა, რომელმაც აღნიშნა სატელევიზიო ინტერვიუში, გოგუა უყვიროდა ქეცბაიას, შენ თვალში ხომ არ გეპატარავებიო? კონფლიქტი რომ ნამდვილად იყო, ფაქტია და ამიტომაც არიდებთ თავს ამ თემაზე საუბარს. და ყველაზე სამწუხაროა, რომ სტუდიაში არ აღმოჩნდა ისეთი ჟურნალისტი, რომელიც მოითხოვდა შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. ნუთუ, გაცხარებულ რესპოდენტთან მწვავედ საკითხის დასმას ერიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები მათაც და გულშემატკივრებსაც ძალიან აინტერესებთ.

"ლატვიასთან ათწლეულის საუკეთესო მატჩი ვითამაშეთო", - რამოდენიმეჯერ ბრძანეთ. გემოვნებაზე არ დაობენო, ამბობენ და ამიტომ დავას არც მე დავიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ სამარცხვინოდ მიმაჩნია ამ მატჩის ასე შეფასება. უბრალოდ შეგახსენებთ, თქვენი შეფასებით ათწლეულის საუკეთესო მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე გაკეთებულ თქვენსავე კომენტარს: "ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები გვჭირდებაო".

ბატონო თემურ, ამ ფეხბურთელებს თქვენ ირჩევთ, თქვენ იძახებთ, მათთან ერთად უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და სულაც ეგრე რომ იყოს, არ შეიძლება მათ გასაგონად და საჯაროდ იძახოთ, ფეხბურთელები მჭირდებაო. თან ამას იძახით იმ მატჩის შემდეგ, როდესაც მთელ საზოგადოებას არწმუნებთ - ათწლეულის საუკეთესო მატჩიაო... ნაკრებში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობს, აუცილებლად ჩამოვა ნაკრებში სათამაშოდ და ყველაფერსაც გააკეთებს შედეგისთვის. მაგრამ თქვენ ხომ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნათ, თავი საჭირო ფეხბურთელად აგრძნობინოთ, ბედნიერების გრძნობა ჰქონდეთ ნაკრებში ჩამოსულთ და ფსიქოლოგიურად მზად ხვდებოდნენ თამაშს, რომ ეს ყოველივე შედეგზე დადებითად აისახოს? ურთიერთპატივისცემის გარეშე მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორ ფიქრობთ, დადებით მუხტს შეიტანდით გუნდში და შეძლებდით თქვენ ნაყოფიერად გემუშავათ ფეხბურთელებთან, ანალოგიურ განცხადებებს რომ აკეთებდნენ, ანუ: "ისეთი მწვრთნელი არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანოს"-ო?

ქართველი ქომაგისთვის ძალზედ მტკივნეულია, როდესაც საქართველოსთან შედარებით ნაკლები პოტენციალის მქონე ქვეყნები უკეთეს შედეგს აღწევენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესად იყენებენ რესურსს. თქვენ კი, ბატონო თემურ, ვერც ერთი ფეხბურთში ჩახედული ადამიანი, ტაშს ვერ დაგიკრავთ მარტო იმის გამო, რომ კუპერზე უკეთესი შედეგი გაქვთ. კუპერმა არ ივარგა, ნაკრების რესურსის 5% გამოიყენა და ამის გამო დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. თქვენ კი, რადგან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეთ და რესურსის 10% გამოიყენეთ, ამიტომ თქვენს მუშაობას წარმატებული ვუწოდოთ? იქნებ, სჯობს თქვენი უამრავი შეცდომის გამო გაფლანგულ 90%-ზე პასუხისმგებლობა იგრძნოთ, მე-5 ადგილი წარმატებულ შედეგად არ მიიჩნიოთ და მომავალში გულშემატკივრებს უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი მისცეთ.

სიმართლის თქმას და აზრის დაფიქსირებას კი არავინ არ უნდა ერიდებოდეს და გადაცემაშიც აღინიშნა, რომ სიმართლეს განსაზღვრული დრო არა აქვს, იგი მუდამ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, ვეტერანი ან მოქმედი ფეხბურთელი ხარ, სპორტული ჟურნალისტი, ფედერაციის თანამშრომელი თუ ჩვეულებრივი გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის და წარმატებისთვის ძალა არავინ არ უნდა დავიშუროთ, ასე მჯერა და მწამს მე, ჩემი ქვეყნის გულშემატკივარს, ქართველ ფეხბურთელს, დავით მუჯირს!

დავით მუჯირი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luka
ქართველი,ბლინ რა არის,ქართულად ვერ საუბრობ?
Tornike
ფეხბურთელი ასე მაგრად აზროვნებდეს მე არ მინახავს. ყოჩაღ! საღად მოაზროვნე ადამიანია მუჯირი. ქეცბაიაზე რა ვთქვა ჯერ ქართულად უნდა ისაუბროს გამართულად ისევე როგორც დომენტამ!
JUVENTUS
პირველ რიგში უნდა იყოს ფეხბურთის და სამშობლოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, დაშვებული შეცდომების სწორი გაანალიზება და არა სხვებზე დაბრალება, სანამ ამას არ ისწავლიან მანამდე არაფერი გვეშველება
Qartveli!
ენა ვინ არ იცის? თემოომ? !! ვაიი,ვაიიი.. ტემო არის,მეგრელი,გალში დბადებული ბიჭი !და შურიანების დედაც .. !!! მარგალეფ გეხარით *
Qartveli!
ეიფორიას ნუ აყვებით რაა ; ))) ჯერ მართლა რესურსებზე ისაუბრეთ და მერე მოითხოვეთ რამე, 10 წელია სპორტში ვარ და მე ვიცი რას ნიშნავს,რესურსი და პირობები ! თემო სწორს ლაპარაკობს!!! ფეხბურთელები მჭირდებაო ამათ უნდა უთხრას,აბა ეკონომიკის მინისტრს ხო არ ეტყვის ბლინ?!! სწორედაც ესე პირდაპირ უნდა ელაპარაკოს ყველას,მგელი ხარ თემო ! დათო,როგორც ფეხბურთელი მაგრად ვაფასებ,მაგრამ არამგონია შენზე ნაკლებად შესტკიოდეს მთელს საქართველოს და მითუმეტეს თემურ ქეცბაიას ქართული ფეხბურთის ბედი !
zaza sigu
მუმუ გააკრიტიკა მაინც და პირადი შეურწყოფა არ მინახავს.რატომ სხვა გამოცდილი ფეხბურთელები არაფერს ამბობენ ძალიან მიკვირს კრიტიკის მხრივ თუარა ქება დიდებას რაუნდა ეს ყველას შეუძლია.ისე ვაზელინის პრიალი მეც შევამჩნიე. სწორი მიმართულებით რომ არ მიდის ქართული ფეხბურთი მწვრთნელი იქ ვინც არუნდაიყოს ვერაფერს გახდება.
dudu
სხვათა შორის, ვინც არ იცის, მოგახსენებთ, რომ დავით მუჯირს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
zviadi
ჟურნალისტიტუკები თავს ვეღარ გამოყოფენ საზოგადოებაში. ყველაფერი კარგად იქნება სანთელ-საკქეცბაია იძულებული იქნება დატოვოს ნაკრები. დომენტიც დატოვებს თანამდებობას და მერე ეგმეველი არასოდეს დაკარგავს თავის გზას.
lioxa
ჰო ჰო რა ულაპლაპებდათ თავები ვაზელინით ჩვენს სასიქადულო ჟურნალისტებს?
marina
ყოჩაღ ბატონო დავით. სამწუხაროD ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქვეშაფსია აღმოჩნდა.
Shota
მუუუუუუუ, მუუუუუუუუ.....
jonny dilinger
უბრალოდ გული მტკივა იმაზე რომ პირადად მე ვიცნობ უამრავ ადამიანს ვინც შენს შეხედულებებს ეთანხმება მაგრამ დუმს და ეს დუმილი დაღუპავს მათ და სამწუხაროდ ქვეყანასაც !!! მე ვფიქრობ რომ ადამიანს რომელმაც საკუთარი მშობლიური ენაც კი არ იცის და პირდაპირ ეთერში საზოგადოებას რუსული სლენგით და ქუჩური ტერმინებით ესაუბრება, არააქვს უფლება ვინმეზე აგდებულად ისაუბროს !!! ნამდვილი ქართველი ხარ !!! შენთან ვართ !!!
jonny dilinger
ამიტომ მუმუ ნუ მოიშლი ამ მე ვიტყოდი სექტის წევრებზე ნერვებს ამათთან არაფრის ლაპარაკს აზრი არააქვს. სანამ დანარჩენი ფეხბურთელები არ გამოიჩენენ კაცობას და თავის პირად კეთილდღეობას არ ანაცვალებენ სამშობლოს კეთილდღეობას, სანამ ქართულ ჟურნალისტიკაში ვაზელინოლოგების ნაცვლად ნამდვილი პროფესიონალი ჯურნალისტები არ გაუმაგრებენ ზურგს იმ თითზე ჩამოსათვლელ ჟურნალისტებს რომლებსაც არც კი იწვევენ ესეთ ზე აღმატებულ "პრესკონფერენციებზე" და სანამ ხალხი იქნება იმ დონეზე დაჩლუნგებული რომ დღემდე სჯერათ საქართველოს უპირობო გამარჯვების 2008 წლის ომში და ის რომ დღე-დღეზე ნატოში შევალთ, მანამდე დამიჯერე ისევ იგივე შედეგს გამოიღებს მორიგი "პრესკონფერენციაც" .
jonny dilinger
დაინერგა ტენდენცია რომ თუ ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი, რომელიც არ ემთხვევა ისეთი ზებუნებრივად მოაზროვნე ადამიანების აზრს როგორიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან ( იმიტომ ვახსენებ ამ კონკრეტულ პარტიას რომ დღესდღეობით საქართველოში ყველაფერს აკონტროლებენ და მათ შორის ყველამ კარგათ ვიცით თუ რა ინტერესები ამოძრავებთ მათ ქართულ ფეხბურთში და თუ ვისი დასმულია სანტექნიკოსი სიჭინავა და "ეროვნული გმირი" ქეცბაია) იმ წუთშივე ხდება მტრის ხატის შექმნა და ისედაც დაზომბირებული ადამიანების კიდევ უფრო გამოშტერება იმით რომ ყველა ვინც ამ ხელისუფლების ან მათი სატელიტების წინააღმდეგია ან უბრალოდ ერთ გარკვეულ სფეროში კონკრეტული, მათ მიერ მოყვანილი ადამიანის აზრს არ ეთანხმება, იმწუთშივე შეირაცხება ხოლმე ან მათი ყველაზე წარმატებული მტრის ხატის პროექტის: რუსეთის აგენტად ან რაიმე შეთქმულების მონაწილედ ან უბრალოდ არარაობად.
jonny dilinger
ვინაიდან მე პირადად რასაც ვუყურებ ტელევიზორში ყველა სფეროში ერთი და იგივე ხდება: ყოველთვის ჯურნალისტების უმრავლესობას მხოლოდ ის კითხვები აქვთ მომზადებული რაც თავად რესპოდენტს სურს; რესპოდენტები ყოველთვის არიდებენ იმ კითხვებს თავს რომელიც მათთან შეთანხმებული არ არის და რეალურ პრობლემას ან ამ პრობლემის რეალურ მიზეზებს და პასუხისმგებლობას ეხება
jonny dilinger
მართალი ხარ უკლებლივ ყველა საკითხში მუმუ , აფსოლიტურად ვეთანხმები შენს მიერ გაკეთებულ ყველა შენიშვნას თუ შეფასებას, მაგრამ ამათთან საუბარს ხომ აზრი არააქვს. მე ვუყურე ქეცბაიას პრესკონფერენციას და ზუსტად იგივე გრძნობა დამრჩა რაც მიშას ცრუ და აფსოლიტურად დაგეგმილი პრესკონფერენციების შედეგად მრჩება ხოლმე . მე პოლიტიკურ ჭრილში არ ვცდილობ ამ თემის გადაყვანას მაგრამ ყველას მოგვეხსენება რომ მთელს ქვეყანაში, სხვადასხვა სფეროებში დაინერგა ერთი და იგივე ვირტუალური რეალობა, მოდელირებული სიახლეები და ჟურნალისტური "ონანიზმი" .
Jigaro
ნამდვილად არ მეგონა დავით მუჯირს, პატარა მუმუს თუ ასე წერა შეეძლო...ეგება მიგეტოვებინა იაპონია დავით და ცოტა მაინც შეშველებოდი ჩვენს ქვეშაფსია,ვაზელინით გაპოხილ ჟურნალისტებს,ქეცბაიას მოკუტულ-თავჩაქინდრული რომ უსმენენ და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის რომ ეშინიათ.ქეცბაია ფეხბურთელის დამსახურებაზე წერა ეხლა უადგილოა და მრავალჯერ დაიწერა,ხოლო როგორც მწვრთნელი,საქაართველოს ნაკრებში მისი ადგილი არაა და რაც ადრე მიხვდება ამას ქართველი გულშემატკივარი, მით უფრო მოიგებს ქართული ფეხბურთი.
dudu
არ დაიწყოთ, ეხლა რა, "ქეცბაია ჯიგარია" და სხვ. არავინ არც ლანძღავს, არც აგინებს და არც რამეს ერჩის. ხოა ჯიგარი და უპასუხოს კითხვებს, მოიქცეს ზრდილობიანად და გასცეს კითხვებს პასუხები.
Qartveli!
დაწყნარდი რაა ! თემო მაგარი კაცი ხარ ! და რაც თქვი 100 % ! დავით მიხედე ფეხბურთს და ნუ ერევი სხვის საქმეში !!!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია