სებასტიან ფეტელის ("რედ ბული") ნადრევმა გავარდნამ ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი") აბუ დაბის გრანპრი დამაჯერებლად მოაგებინა
სებასტიან ფეტელის ("რედ ბული") ნადრევმა გავარდნამ ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი") დამაჯერებლად მოაგებინა აბუ დაბის გრანპრი.

არადა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის სეზონში რიგით მე-18 სარბოლო უქმეები შესანიშნავად იწყებოდა. გერმანელმა წელს მე-14 პოული მოიპოვა, რითაც გაიმეორა ლეგენდარული ბრიტანელის ნაიჯელ მენსელის რეკორდი ერთ სეზონში მოპოვებული პოულების რაოდენობით. თუმცა შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ ჰემილტონი დაიმუქრა, რომ სტარტიდანვე შეეცდებოდა ფეტელის გასწრებას.

ბრიტანელის პილოტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მისი რეალიზაცია ისეთი არ გამოვიდა, როგორც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს ჰქონდა ჩაფიქრებული.

ჰემილტონმა წააგო სტარტი ფეტელთან, მაგრამ მეორე მოსახვევში გერმანელის "რედ ბული" მოულოდნელად ტრასიდან გავარდა - მიზეზი უკანა საბურავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. გერმანელმა შეძლო ბოქსებამდე მისვლა, მაგრამ მექანიკოსებმა საბურავის დისკის დაზიანება დაადგინეს და სებასტიანმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ეს იყო ფეტელის პირველი დაუსრულებელი რბოლა 2011 წლის სეზონში.

ფავორიტის მოულოდნელი გავარდნის შემდეგ ლიდერი ჰემილტონი გახდა, მისმა თანამემამულემ ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") კი ვერ შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება: ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") სლიპსტრიმის მეშვეობით გაუსწრო ბრიტანელს. მარკ უებერი ("რედ ბული") არც ისე დამაჯერებელი სტარტის შემდეგ ფელიპე მასას ("ფერარი") წინ მეოთხე ადგილზე დარჩა, ბრაზილიელის უკან კი დიდი ბრძოლა გამართა ორმა "მერსედესმა".

მიხაელ შუმახერის აქტიური თავდაცვის მიუხედავად, ნიკო როსბერგმა მოახერხა წინ გასვლა.

რბოლის პირველ მონაკვეთში ჰემილტონმა განავრცო ალონსოზე მცირე უპირატესობა, თავად ფერნანდომ კი მოულოდნელად დიდი მანძილით ჩამოიცილა ბატონი. ჯენსონი რაღაც მიზეზის გამო ლიდერთა დუეტზე ნელა მოძრაობდა. "მაკლარენის" პილოტს ორჯერ შეუტია მარკ უებერმა, მაგრამ DRS-ის ზონაში ბატონი ახერხებდა დაკარგულის დაბრუნებას.

პიტსტოპების პირველი სერია დაახლოებით მე-15 წრეზე დაიწყო და პირველ რიგში, ის უებერის მექანიკოსთა შეფერხებით დაგვამახსოვრდა. ამის გამო ავსტრალიელმა არა მარტო დაკარგა ბატონის გასწრების შანსი, არამედ მასაც წინ გაუშვა. ასევე აღსანიშნავია ადრიან სუტილის ("ფორს ინდია") წარმატება, რომელმაც მეშვიდე ადგილი წაართვა შუმახერს.

სხვათა შორის შუმახერმა მეორე პიტსტოპების შემდეგ დაიბრუნა დაკარგული პოზიცია, თუმცა ფინიშზე წინ გაუშვა თანაგუნდელი როსბერგი. არადა, სეზონის ბოლოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა საერთო ჩათვლაში ნიკოს გასწრების შანსი მიიღო - ამ ეტაპის წინ თანაგუნდელებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო.

რაც შეეხება პოდიუმისთვის ბრძოლას, აქ მეტად სახალისო სიტუაცია მივიღებთ. მასამ ბოლო პიტსტოპზე შესვლა გაწელა და წინ გაუშვა ბატონი და უებერი. მარკმა კი სამი გაჩერების ტაქტიკა აირჩია, რათა ბოლო წრეზე "მედიუმის" საბურავი გამოეყენებინა. ამან ავსტრალიელს რამდენიმე სწრაფი წრის გავლის საშუალება მისცა, მაგრამ პოდიუმზე ასვლაში ვერ დაეხმარა. მართალია, მესამე პიტსტოპამდე უებერმა გაუსწრო ბატონს, მაგრამ ბოლო წრეზე მექანიკოსებთან ვიზიტის გამო დაკარგა მესამე პოზიცია. სამაგიეროდ, მასა ჩამოიტოვა უკან.

ლუის ჰემილტონმა კი დამაჯერებლად შეინარჩუნა პირველი პოზიცია. ალონსომ მეორე პიტსტოპი გვიან შეასრულა და შეეცადა აენერვიულებინა ლიდერი, მაგრამ რბოლის დასკვნით მონაკვეთზე ისევ რვა წამით ჩამორჩა "მაკლარენს".

ასე რომ, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ ლუისმა საკუთარი პრესტიჟის რეაბილიტაცია შეძლო და დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველი მივიდა ფინიშთან. რბოლა საკმაოდ მდიდარი იყო საინტერესო მოვლენებითა და გასწრებებით, მაგრამ მთავარი აკლდა: პირველი ადგილისთვის ბრძოლა, რომელიც მაშინ დასრულდა, როცა ფეტელს უკანა საბურავი გაუსკდა.

აბუ დაბის გრან-პრი. XVIII ეტაპი

იას-მარინა (55 წრე, 305.355 კმ)

1(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:37.11,886

2(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +8,457

3(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +25,881

4(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +35,784

5(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +50,578

6(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +52,317

7(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.15,964

8(9). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.17,122

9(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.41,087

10(16). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე

11(11). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე

12(23). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

13(12). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე

14(24). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე

15(15). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე

16(14). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 1 წრე

17(17). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე

18(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე

19(19). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე

20(22). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 2 წრე

21(20). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 7 წრე

22(13). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 35 წრე

23(21). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 36 წრე

24(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 53 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 374 (11 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 255 (3); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 245 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 233; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 227 (3); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 108; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 83; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 76; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 34; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 28; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 26; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 23; 15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 15; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 14; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 607 ქულა; 2. მაკლარენი - 482; 3. ფერარი - 353; 4. მერსედესი - 159; 5. ლოტუს-რენო - 72; 6. ფორს ინდია - 57; 7. ზაუბერი - 42; 8. ტორო როსო - 41; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის