"ბარსელონას" ფორვარდმა პედრო როდრიგესმა ტრავმა უკვე მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახლა
"ბარსელონას" 24 წლის ფორვარდმა პედრო როდრიგესმა კლუბის ლაზარეთში ნახევარი თვე გაატარა, თუმცა მან უკვე მოირჩინა ტრავმა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახლა.

ხოსეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ პედრო შაბათის მატჩისთვის ("სარაგოსას" წინააღმდეგ) მზად იქნება. ესპანეთის ნაკრების წევრმა კოჭი "გრანადასთან" 1:0 მოგებულ მატჩში დაიშავა. შაბათს პედრო პირველად შეუერთდა თანაგუნდელებს, თუმცა შAემდეგ ისევ ტრენაჟორების დარბაზს დაუბრუნდა.

რადამელ ფალკაო: მინდა, რეალს გავუტანო

რადამელ ფალკაომ, რომელმაც კოლუმბიის ნაკრების ვარჯიშზე მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 27 ნოემბერს მადრიდული დერბისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ატლეტიკოს" 40 მილიონი ევრო დაუჯდა, ესპანურ პრიმერაში კარგად გამოიყურება იმის მიუხედავად, რომ მადრიდული კლუბი მაინცდამაინც ვერ ყოჩაღობს. ამ ტრავმამ ფალკაოს ვენესუელასთან შეხვედრა გამოატოვებინა, ფორვარდი ვერც არგენტინელებს დაუპირისპირდება.

"ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვითამაშო. ვიცი, რომ იქამდე დრო ცოტა რჩება. იმედია, გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად წარიმართება და მეც მალე მწყობრში ჩავდგები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა "რეალს" გავუტანო", - განაცხადა "პორტუს" ექს-ვარსკვლავმა.

საით, ბაჭია?

ხავიერ სავიოლას აგენტმა განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელის მომავალი ბედი მთლიანად მისი ამჟამინდელი კლუბის, "ბენფიკას" გადასაწყვეტია. მწვრთნელი სავიოლაზე წინ ოსკარ კარდოსოსა და როდრიგოს აყენებს, არგენტინელს კი ძირითადად შეცვლაზე უწევს თამაში. სავიოლა 2012 წლამდე ლისაბონურ კლუბთან არის დაკავშირებული, მაგრამ პორტუგალიაში ჭორი დაირხა, რომ ის იანვარშივე გამოიცვლის გუნდს.

ფეხბურთელის აგენტი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს, მაგრამ დიეგო კიერუგას მიაჩნია, რომ ყველაფერი "ბენფიკას" ხელთაა. "ჩემს კლიენტს კიდევ 6 თვე დარჩა კონტრაქტით სათამაშო. თუკი რამე შეიცვალა, ინიციატორი აუცილებლად კლუბი იქნება და არა ჩვენ", - განაცხადა აგენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო