NHK-ს თასზე, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს გრან პრის ეტაპიცაა, ელენე გედევანიშვილმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა
ტოკიოში NHK-ს თასზე, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს გრან პრის ეტაპიცაა, ელენე გედევანიშვილმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია გრან-პრიზე. გასულ თვეში "სკეიტ ამერიკაზე" ელენე მე-7 იყო, პროგრესი ჩანს, თუმცა გრან-პრის ფინალურ ეტაპზე ჩვენებური რომ ვერ მოხვდება, ცხადზე ცხადია.

თავისუფალი პროგრამის წინ ქართველი მოციგურავე მე-4 ადგილზე იყო. პროგრამისთვის მან 103,07 ქულა მიიღო, რაც 10 მონაწილეს შორის მე-6 შედეგია. ორივე დისციპლინის ჯამში ელენემ წინ ამერიკელი ეშლი ვაგნერი გაუშვა.

გრან პრი მასპინძელმა აკიკო სუზუკიმ მოიგო - 185,98 ქულით. მეორე ადგილზეც იაპონელია - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაო ასადა (184,19). პოდიუმზე შედგა რუსი ალიონა ლეონოვა (170,68). გედევანიშვილმა 160,44 ქულა დააგროვა, 5 ქულით ნაკლები, ვიდრე მე-4 ადგილზე გასულმა ვაგნერმა. ქართველმა თითქმის სამი ქულით გაუსწრო ფინელ კიირა კორპის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა